შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს ევროპულ უნივერსიტეტებთან „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის 2019 წლის საგრანტო კონკურსს

 

კონკურსის სახელწოდება

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ევროპული უნივერსიტეტების  „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსი

კონკურსის აბრევიატურა  EUGSP 

კონკურსის მიზანი

ა) საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე დარგობრივი და ინტერდისციპლინური კვლევების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე;

ბ) საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში (ქვეყნის ისტორიის, კულტურის, სულიერი და მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, დამწერლობის, ენისა და ლიტერატურის, არქეოლოგიისა და ხელოვნების, რელიგიის, სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური ტრანსფორმაციის) მოღვაწე მეცნიერთა, მათ შორის ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო პოტენციალის განვითარება, მათი ჩართვა ევროპული უნივერსიტეტების სამეცნიერო-კვლევით და აკადემიურ პროცესებში და შესაბამისი თანამედროვე კვლევების შედეგების გავრცელება საერთაშორისო აკადემიურ ქსელში;

გ) საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის შემსწავლელი თანამედროვე კვლევების მეშვეობით ევროპულ აკადემიურ და სამეცნიერო სივრცეში კოლაბორაციული კონტაქტებისა, სამეცნიერო-კვლევითი კონსორციუმების, მრავალმხრივი, მდგრადი საერთაშორისო თანამშრომლობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა.

საპროექტო განაცხადი ტიპი                         ინდივიდუალური

კონკურსის ძირითადი პირობები

1. კონკურსში მონაწილეობა და ევროპულ უნივერსიტეტებში კვლევითი ვიზიტისათვის გრანტის მიღება შეუძლია ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერის მქონე საქართველოს მოქალაქე პირებს მიწვეული მკვლევრის ან ახალგაზრდა მეცნიერის სტატუსით, კერძოდ:

ა)     მიწვეული მკვლევარი შეიძლება იყოს დოქტორანტურის სტუდენტი, დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე ფიზიკური პირი;

ბ)    ახალგაზრდა მეცნიერი შეიძლება იყოს დოქტორანტურის სტუდენტი, დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომლის ხარისხის მინიჭების დღიდან კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 12 წლისა.

2. მხარდაჭერის წერილის მისაღებად აპლიკანტმა განცხადებით უნდა მიმართოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს არაუგვიანეს 1აპრილს 16:00 საათისა. განცხადება უნდა ჩაბარდეს თსუ-ის კანცელარიაში (თსუ I კორპუსი,  ოთახი 114). 

3. პროექტს უნდა ჰყავდეს მასპინძელი დაწესებულება, რომლის ბაზაზეც მიწვეული მკვლევარი ან ახალგაზრდა მეცნიერი განახორციელებს კვლევით და აკადემიურ საქმიანობას. 2019 წლის კონკურსისათვის მასპინძელი დაწესებულება შეიძლება იყოს:

3. საკონკურსოდ წარდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს მაქსიმუმ 10 თვე (მინიმუმ ერთი და მაქსიმუმ 2 სასწავლო სემესტრი).

4.პროექტის ხანგრძლივობა, ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება და პროექტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯვითი კატეგორიები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ სქემას:

 

5. სტიპენდია ითვალისწინებს: ორმხრივი მგზავრობის ხარჯების (დანიშნულების ადგილამდე ორმხრივი მგზავრობა), სავიზო მოსაკრებელის, სავიზო მომსახურების ცენტრის მომსახურების ხარჯებს, შესაბამისი საკონსულოს საქართველოში არ ყოფნის შემთხვევაში, დოკუმენტაციის საზღვარგარეთ გაგზავნასთან და მიღებასთან დაკავშირებულ აუცილებელი ხარჯების, სამოგზაურო და ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯის, ადგილობრივი მგზავრობის ხარჯის (საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხარჯების), პროექტის განხორციელების განმავლობაში საცხოვრებლის (ბინის, საერთო საცხოვრებლის ხარჯის), საკვებისა და საგანმანათლებლო ლიტერატურის შეძენის ხარჯის ანაზღაურებას.

6. ადმინისტრაციული ხარჯი მოხმარდება გრანტის მიმღებისათვის მასპინძელ უნივერსიტეტში კვლევითი და საგანმანათლებლო რესურსების წვდომას და სხვა საუნივერსიტეტო მომსახურებებზე წვდომას.

7. კონკურსში მონაწილეს შეუძლია მხოლოდ ერთი საკონკურსო განაცხადის დარეგისტრირება.

კონკურსის ადმინისტრირების განრიგი

  • ელექტრონული რეგისტრაცია – 2019 წლის 20 მარტიდან - 22 აპრილის 16:00 საათამდე;
  • ფონდის კანცელარიაში რეგისტრაცია – 2019 წლის 23 აპრილის 16:00 საათამდე;  
  • პროექტების ტექნიკური ექსპერტიზა - 2019 წლის აპრილი - მაისი;
  • პროექტების შეფასება კომისიის მიერ - 2019 წლის მაისი - ივნისი;
  • კომისიის მიერ შეფასების საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებული პროექტების დამტკიცება - 2019 წლის ივნისი - ივლისი;
  • გრანტის მიმღებ პირებთან საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება - 2019 წლის ივლისი-აგვისტო.

*საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართება 2019 წლის 2 და 10 აპრილს, 16 საათზე, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში (მ. ალექსიძის №1, მე-3 სართული)

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 8 ივნისის №89 ბრძანება;
  • ფონდის გენერალური დირექტორის 2019 წლის 13 მარტის 28 ბრძანება კონკურსის გამოცხადების შესახებ;
  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ფონდს, მასპინძელ დაწესებულებებსა (ევროპული უნივერსიტეტები) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული შეთანხმება.

პროექტის მომზადებისათვის საჭირო დანართები და მასალები

  • პირობები - დანართი 1
  • კრებსითი ინფორმაცია - ივსება GMUS-ში, ნიმუში - დანართი 2
  • საპროექტო წინადადება - დანართი 3 (GEO/ENG)
  • ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - დანართი 4 (GEO/ENG)
  • მიწვეული მკვლევრის/ახალგაზრდა მეცნიერის პროფესიული ბიოგრაფია (CV), ნიმუში - დანართი 5
  • კვლევის შედეგების ამსახველი მასალა - დანართი 7
  • ხშირად დასმული კითხვები

ელექტრონული რეგისტრაციის ბმულები

გრანტების მართვის ერთიანი სისტემა - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)

ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია (ბმული)

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:

პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;

ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაცია;

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტით შემდეგ მისამართზე: eugsp@rustaveli.org.ge

კონკურსის კოორდინატორები:

  • პროგრამული მიმართულებით:

სალომე შარაშენიძე 2 200 220 (4016)

  • საერთაშორისო მიმართულებით:

მარიამ ქებურია

თამთა შკუბულიანი 2 200 220 (4445)

კონკურსის ელ. ფოსტა: eugsp@rustaveli.org.ge

 

ფონდი გისურვებთ წარმატებებს!