შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) საგრანტო კონკურსის შესახებ

ERC- მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 291 ახალგაზრდა მკვლევარი მიიღებს 429 მილიონი ევროს ოდენობის გრანტს. თითოეულ პროექტზე გაიცემა საშუალოდ 1,5 მილიონი ევრო, რაც საშუალებას მისცემს მკვლევარს, ჩამოაყალიბოს საკუთარი გუნდი, განავითაროს ინოვაციური იდეა თუ გამოგონება. გრანტები გაიცემა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის ,,ჰორიზონტი 2020“ ფარგლებში.

საგრანტო კონკურსი მოიცავს ყველა სამეცნიერო მიმართულებას (ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, საინჟინრო მეცნიერებები, სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები).  გარდა ამისა, გამარჯვებულებს შესაძებლობა ექნებათ დაამუშაონ ისეთი თემები, როგორიცაა დედამიწის ძველი კლიმატის თავისებურებების აღმოჩენა, მივიწყებული ტროპიკული დაავადებების შესწავლა, მედიისა და ახალი ამბების როლი დიპლომატიის ცვლილებაში.

დამატებითი ინფორმაცია გრანტის შესახებ იხილეთ ვებ-გვერდზე:

https://erc.europa.eu/

ან იხილეთ საინფორმაციო მასალა:

https://erc.europa.eu/sites/default/files/press_release/files/erc_press_release_stg2015_results.pdf