შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროკომისიის კონკურსის შესახებ ორგანიზაციებისთვის ლიტერატურული თარგმანების პროექტების მხარდასაჭერად

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროკომისიის მიერ ლიტერატურული თარგმანების პროექტების მხარდამჭერი 2018 წლის კონკურსის შესახებ „EACEA 13/2018: Support to Literary translations projects“ შესახებ, რომელში მონაწილეობაც შეუძლიათ გამომცემლობებს, იურიდიული პირის სტატუსის მქონე ორგანიზაციებს. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 23 მაისი, 12:00 (ბრიუსელის დროით).

ლიტერატურული თარგმანების პროექტების კონკურსის მიზანია კულტურული და ლინგვისტური მრავალფეროვნების, ევროპული ლიტერატურული თარგმანების გავრცელებისა და მრავალფეროვნების ხელშეწყობა, ნაკლებად განვითარებული ლიტერატურული ჟანრების წახალისება და სხვ.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ორგანიზაციებს არამხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, არამედ ასოცირებულ ქვეყნებიდანაც, მათ შორის საქართველოდან (იხილეთ ბმული). განაცხადების წარდგენა შესაძლებელია მონაწილეთა პორტალის მეშვეობით.

ყურადსაღებია, რომ განაცხადის წარსადგენად, აუცილებელია რეგისტრაციის გავლა ევროკომისიის საიდენტიფიკაციო სერვისის პორტალზე ECAS (European Commission Authentication Service).

იხილეთ, ინფორმაცია კონკურსთან დაკავშირებით და განაცხადის წარსადგენად საჭირო დანართები.

დეტალური ინფორმაციისთვის კონკურსის პირობების შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე.

პროგრამას კოორდინირებას უწევს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ,,შემოქმედებითი ევროპა". 

დეტალური ინფორმაციისთვის კონკურსის პირობების შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდი.