შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

აღმოსავლეთ სანაპიროს ინოვაციების ტური

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას აშშ-ის კვლევებისა და ინოვაციების ცენტრების ევროპული ქსელის (ENRICH) და ამერიკისა და ევროპის მეწარმეობის საბჭოს (EAEC) მიერ გამოცხადებული კონკურსის შესახებ. აშშ-ში კვლევებისა და ინოვაციების ცენტრების ევროპული ქსელი ორგანიზებას უწევს აღმოსავლეთ სანაპიროს საინოვაციო ტურს, როგორც ინსტრუმენტს კარგი პოტენციალის მქონე ევროკავშირის კვლევებისა და ტექნოლოგიების კომერციალიზაციისათვის. ღონისძიების თარიღი: 10-15 ივნისი, 2018. აღმოსავლეთ სანაპიროს საინოვაციო ტურში მონაწილეობა შეუძლიათ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ასოცირებული ქვეყნების მეწარმეებს, მკვლევარებს, კვლევის ორგანიზატორებსა და ჯგუფებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მოიძიონ ბაზრის ინფორმაცია, პარტნიორები, საინვესტიციო შესაძლებლობები და მიიღონ საპასუხო ინფორმაცია თავიანთი სამეცნიერო ინოვაციების შესახებ;

აქტივობა საშუალებას იძლევა:

გაეცნოთ აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს ეკოსისტემას, რომელიც მხარს უჭერს ინოვაციებს;

მიიღოთ უკუკავშირი თქვენს პროექტ(ებ)ზე, პროტოტიპებსა და ბიზნეს გეგმაზე;

აღმოაჩინოთ დაფინანსების შესაძლებლობები აშშ-ში;

შეხვდეთ პოტენციურ პარტნიორებს;

უკეთ გაეცნოთ და შეაფასოთ აშშ-ში კვლევებისა და ინოვაციების ცენტრების ევროპული  ქსელის მუშაობას აშშ-ში.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 30 მარტი.

დამატებითი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ კონკურსის ვებგვერდს.

 

კვლევათა კავშირის სიმპოზიუმი ვაშინგტონში

თარიღი: 2018 წლის 8 აგვისტო

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას სიმპოზიუმის შესახებ Research Connection Symposium (RCS), რომელიც გაიმართება 2018 წლის 8 აგვისტოს, ქ. ვაშინგტონში. სიმპოზიუმში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ასოცირებული ქვეყნების მკვლევრებს, კვლევის მენეჯერებსა და ადმინისტრატორებს, კვლევით უნივერსიტეტებსა და მეცნიერების ეროვნულ აკადემიებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ითანამშრომლონ თავიანთ კვლევაზე ამერიკის მხარესთან.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 30 მარტი.

დამატებითი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ვებგვერდს.

კვლევის კომერციალიზაცია

ინტენსიური კურსი

თარიღი: 2018 წლის ოქტომბერი

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას, აშშ-ის კვლევებისა და ინოვაციების ცენტრების ევროპული ქსელის კვლევის კომერციალიზაციის ორ კვირიანი ინტენსიური კურსის შესახებ  აშშ-ში, რომელიც უზრუნველყოფს მონაწილეებს ბაზარზე განვითარების პერსპექტივით ამერიკის სხვადასხვა რეგიონში. ყველა მონაწილისათვის კურსი დაიწყება და დასრულდება ბოსტონში, სადაც ისინი გაივლიან „აშშ-ში ბიზნესის წარმოების“ შესავალ კურსს და გაივლიან კონსულტაციას ინოვაციების ადგილობრივ ექსპერტებთან.

განაცხადის ბოლო ვადა: 2018 წლის 29 ივნისი-22:00

დამატებითი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ კონკურსის ვებგვერდს.

 

Business to Business

ინტენსიური კურსი

თარიღი: 2018 წლის ოქტომბერი

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას აშშ-ში კვლევებისა და ინოვაციების ცენტრების ევროპული ქსელის ორ კვირიანი ინტენსიური კურსების შესახებ აშშ-ში, რომელიც უზრუნველყოფს მონაწილეებს ბაზარზე განვითარების პერსპექტივით ამერიკის სხვადასხვა რეგიონში. ყველა მონაწილისათვის კურსი დაიწყება და დასრულდება ბოსტონში, სადაც ისინი გაივლიან „აშშ-ში ბიზნესის წარმოების“ შესავალ კურსს და გაივლიან კონსულტაციას ინოვაციების ადგილობრივ ექსპერტებთან.

განაცხადის ბოლო ვადა: 2018 წლის 29 ივნისი-22:00

დამატებითი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ კონკურსის ვებ-გვერდს:

 

წინასწარი განცხადება

2018 წლის გაზაფხულის პროექტის წარდგენის ცერემონია

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას აშშ-ის კვლევებისა და ინოვაციების ცენტრების ევროპული ქსელის მიერ ორგანიზებულ ცერემონიაზე, სადაც ევროპელ მეწარმეებს, მკვლევარებს ან უნივერსიტეტების/კერძო ლაბორატორიების ტექნიკური ტრანსფერის ოფიციალურ წარმომადგენლებს შეუძლიათ წარმოადგინონ თავიანთი პროდუქტი, სერვისი ან ინტელექტუალური საკუთრება, აშშ-ში კვლევებისა და ინოვაციების ცენტრების ევროპული ქსელის 2018 წლის გაზაფხულის პროექტის წარდგენის ცერემონიაზე.

შერჩეულ გამომგონებლებს ეძლევათ საშუალება შეხვდნენ სულ მცირე 30 სხვადასხვა კორპორაციის წარმომადგენლებსა და ინვესტორებს შემდეგი სფეროებიდან: ენერგეტიკისა და გარემოს, ჯანდაცვის ან თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების სექტორებიდან.

დამატებითი ინფორმაციისათვის, მონაწილე ინვესტორებისა და კორპორაციების და სხვა საკითხების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ კონკურსის ვებ-გვერდს.