შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ევროპული უნივერსიტეტების ინიციატივა მომდევნო ჩარჩო პროგრამის ,,Horizon Europe” შესახებ

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროპის უნივერსიტეტების გაერთიანების ინიციატივის შესახებ ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის მომდევნო ჩარჩო პროგრამის „Horizon Europe“ -თან დაკავშირებით. ინიციატივის ავტორები არიან ევროპის კვლევითი ინსტიტუტები და ევროპული უნივერსიტეტების ასოციაცია (EUA), რომელიც ევროპის მასშტაბით 850-ზე მეტ ინსტიტუციას აერთიანებს. ინიციატივის ავტორები განიხილავენ პროგრამის ცვლილებას რამდენიმე მიმართულებით:

  • ჩარჩო პროგრამის მთლიანი ბიუჯეტის გაზრდა;
  • პროგრამის მიმართულებებზე დაფინანსების ცვლილება;
  • პროგრამის საზოგადოებრივ და ინკლუზიურ მიმართულებების განვითარება.

ინიციატივის ავტორები მიმართავენ ევროპულ კომისიას ჩარჩო პროგრამის ბიუჯეტის 94.1 მილიარდიდან - 160 მილიარდ ევრომდე გაზრდის წინადადებით და  ბიუჯეტის გადანაწილების განსხვავებული სქემის საჭიროებით მე-9 ჩარჩო პროგრამის სამივე სვეტის ფარგლებში.

Horizon Europe“ 3 სვეტი: ღია მეცნიერება, ღია ინოვაცია და გლობალური გამოწვევები და ინდუსტრიული კონკურენცია.  მე-3 სვეტი 52.7 მილიარდი ევროთი ფინანსდება, ხოლო, ინკლუზიური და უსაფრთხო საზოგადოების“ მიმართულება მხოლოდ 2.8 მილიარდით. ევროპული უნივერსიტეტების გაერთიანება მიმართავს ევროკომისიას წინადადებით რეორგანიზაციის თაობაზე, რაც ითვალისწინებს კონკრეტულ მიმართულებებში დაფინანსების ცვლილებას, მათ შორის ევროპული ინოვაციის საბჭოს დაფინანსების კუთხით და სხვა ინსტიტუციურ ცვლილებებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდი.