შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

„ჰორიზონტი 2020-ის“ 2018 წლის ევროპული ჯანდაცვის საშუამავლო ღონისძიება

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020-ის“ 2018 წლის ევროპული ჯანდაცვის საშუამავლო ღონისძიებასთან დაკავშირებით. ღონისძიება გაიმართება 2018 წლის 3-4 სექტემბერს ქალაქ ოსლოში, ნორვეგიაში. ჯანდაცვის ეროვნული საკონტაქტო პირების საერთაშორისო საშუამავლო შეხვედრა ემსახურება „ჰორიზონტი 2020“-ის 2018-2020 წლების ჯანდაცვის სამუშაო პროგრამის 2019 წლის კონკურსებისათვის კონსორციუმების შექმნასთან დაკავშირებულ გამოწვევებს.

მონაწილეობის შედეგები:

  • ჰორიზონტი 2020-ის „ჯანმრთელობის, დემოგრაფიული ცვლილებისა და კეთილდღეობის“ სამუშაო პროგრამის მომავალი კონკურსების შესახებ სასარგებლო ინფორმაციის მიღება;
  • საპროექტო იდეის ან კომპეტენციის ფარგლებში გამოცდილების გაზიარება საერთაშორისო აუდიტორიისათვის და სხვა მონაწილეთა მიერ შექმნილი ან აღმოჩენილი ტექნოლოგიების გაზიარება;
  • პოტენციურ პარტნიორებთან შეხვედრა, როგორც ევროპული, ისე არაევროპული ქვეყნებიდან და კონსორციუმის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული საკითხები.

საშუამავლო ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პროგრამა ჰორიზონტი 2020-თან ასოცირებული ქვეყნების: კომპანიებს, უნივერსიტეტებს, კვლევით და ტექნოლოგიურ ორგანიზაციებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს და სხვ.

საშუამავლო ღონისძიებაში მონაწილეობა უფასოა. მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ვებ-გვერდზე.