შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

თელავის პიკნიკი - თეიმურაზ II-ის პორტრეტის გამოფენა

17 სექტემბერს, მეცნიერების და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში, თელავში, ერეკლეს მოედანზე გაიმართა სამეცნიერო პიკნიკი. ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მის მონაწილეებს წარმატება  უსურვეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა  და სპორტის  მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ,  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა  დირექტორმა ზვიად  გაბისონიამ, კახეთის   კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა. საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის - ხელოვნების სასახლის  დირექტორმა გიორგი კალანდიამ აღნიშნა, რომ თელავში ჩასულ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება იხილოს თეიმურაზ მეფის უნიკალური პორტრეტი, მადლობა გადაუხადა რუსთაველის ფონდს მხარდაჭერისთვის.

ღონისძიება  მრავალფეროვან შემეცნებით აქტივობებს მოიცავდა:  სახალისო ქიმიური ექსპერიმენტები და ვიქტორინები სხვადასხვა ასაკის მოსწავლეთათვის. ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავად მიიღონ მონაწილეობა სახალისო ექსპერიმენტებში; მოეწყო ავიაშოუ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებითდა გამოიფინა უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ დამზადებული უპილოტო საფრენი აპარატები.  პიკნიკი საზეიმო კონცერტით დასრულდა. ასევე  გაიმართა ღვინის გამოფენა.

თეიმურაზ მეფის პორტრეტი, რომელიც სამშობლოში 257 წლის შემდეგ დაბრუნდა და პიკნიკის ფარგლებში ერეკლეს სასახლეში გამოიფინა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამ მნიშვნელობისა და ღირებულების სამეფო საგანძური დღემდე არ დაბრუნებულა.