შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს რიგით IX სხდომა

2019 წლის 23-24 სექტემბერს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის  საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს რიგით IX სხდომა გაიმართა.

ფონდს 2015 წლიდან ჰყავს კოლეგიალური ორგანო, საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭო, რომლის  წევრები არიან წამყვანი ქართველი და უცხოელი მეცნიერები და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები. საბჭო რეკომენდაციას აძლევს ფონდს და ეხმარება სტრატეგიული პრიორიტეტების განსაზღვრაში.

საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ:

  • როჯერ ქაშმორი - ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) ყოფილი დირექტორი (გაერთიანებული სამეფო) - საბჭოს თავჯდომარე
  • მელიტა კოვაჩევიჩი - ზაგრების უნივერსიტეტის პროფესორი (ხორვატია)
  • ზაალ კოკაია - ლუნდის უნივერსიტეტის ღეროვანი უჯრედების ცენტრის დირექტორი, პროფესორი (შვედეთი)
  • ტიციანო კამპორესი - ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია CERN-ის CMS ექსპერიმენტის ხელმძღვანელი (შვეიცარია)
  • ლუდოვიკო პორტეკორვო - ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია CERN-ის ATLAS-ის ექსპერიმენტის ტექნიკური კოორდინატორი (შვეიცარია)
  • სატოში მიჰარა - იაპონიის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველი, მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევითი ორგანიზაცია - KEK-ის ნაწილაკებისა და ატომების შემსწავლელი ინსტიტუტის სრული პროფესორი (იაპონია)
  • ნილ მაკფარლეინი - ლესტერ ბ. პირსონის პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობები, ოქსფორდის უნივერსიტეტი, წმ. ენის კოლეჯის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი, ოქსფორდის უნივერსიტეტის მმართველი საბჭოს წევრი, გაერთიანებული სამეფო

ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილეებმა ნინო გაჩეჩილაძემ და ჯაბა სამუშიამ აგრეთვე, დეპარტამენტებისა და სამსახურების უფროსებმა საბჭოს წარუდგინეს და განიხილეს შემდეგი საკითხები: 2019 წლის მიმდინარე და დასრულებული პროგრამები; საერთაშორისო თანამშრომლობა; მეცნიერების პოპულარიზაციისაქტივობები;  ფონდის ჩართულობა საერთაშორისო პროექტებში;  EURAXESS-ში საქართველოს გაწევრიანება; მეცნიერების სფეროში მიმდინარე რეფორმა და რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები, მეცნიერების კომერციალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები.