შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

შეხვედრა ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემის საკითხზე

17 ოქტომბერს, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში გაიმართა შეხვედრა, რომელზეც  განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული  კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის პრობლემისადმი მიძღვნილი, რუსთაველის ფონდის მიერ გამოცხადებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების 2019 წლის საგრანტო კონკურსთან დაკავშირებული საკითხები, შესაძლო უწყებათაშორისი ერთობლივი კონფერენციის მთავარი კონცეფცია. გადაწყდა, რომ კონფერენციის მთავარი გეზი  საერთაშორისო სამართლებლივ ჭრილში  განისაზღვროს და  მსოფლიო გამოცდილების გაზიარების სახე მიიღოს. შეხვედრას ესწრებოდნენ: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო  ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე ჯაბა სამუშია, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის  დირექტორი თამარ ბელაშვილი, ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი გიორგი ჭეიშვილი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი თამარ ჭუმბურიძე, ჩუბინაშვილის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლები: მარიამ გაბაშვილი და  თამთა ხოსროშვილი.