შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

შეხვედრა გამარჯვებული პროექტების მონაწილეებთან

22 იანვარს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური  დირექტორის მოადგილე ჯაბა სამუშიას შეხვედა  ფონდის მიერ გამოცხადებული მიზნობრივი კონკურსების - ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო პროექტების  ხელშეწყობისა  და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების, საგრანტო კონკურსისა და  საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების კონკურსის, ასევე საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის გამარჯვებული პროექტების მონაწილეებს.

ფონდის მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, მაქსიმალური მხარდაჭერა გამოუცხადონ გამარჯვებულ პროექტებს და დაეხმარონ ყველა იმ პრობლემების მოგვარებაში, რომელიც შეიძლება წარმოიშვას პროექტების განხორციელების დროს.