შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საქართველო პირველად მონაწილეობს EURAXESS-ის მმართველი საბჭოს სხდომაში

22 -23 ოქტომბერს ბრიუსელში, ევროკომისიის კვლევებისა და ინოვაციების დირექტორატის ორგანიზებით გაიმართა EURAXESS-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენლობითი კონფერენცია, საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა მმართველი საბჭოს სხდომაში. EURAXESS-ში საქართველოს წარმომადგენელმა, რუსთაველის ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ კონფერენციაზე წამოაყენა ევროკავშირის მეცნიერების ახალი, Horizon Europe-ის სამეცნიერო პოლიტიკის შემუშავებისას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის ცალკე საგრანტო პროექტების გამოყოფის საკითხი, ასევე ისაუბრა EURAXESS-ის პლატფორმაზე მონაწილე წევრთა სამეცნიერო ფონდებისთვის ცალკე სივრცის გამოყოფის თემაზე, სადაც სამეცნიერო ფონდებს ექნებათ საშუალება უფრო მჭიდრო კავშირი ჰქონდეთ ერთმანეთთან და ერთობლივად შეძლონ „მეცნიერების მენეჯმენტის“ (“Science Management”) სისტემის გაძლიერება.