რუსთაველის ფონდმა იაპონელ ქართველოლოგს უმასპინძლა
30 ივლისს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზვიად გაბისონიამ და და დირექტორის მოადგილემ, პროფესორმა ჯაბა სამუშიამ მსოფლიოში აღიარებულ იაპონელ ქართველოლოგს, ტოკიოს მეტროპოლიტენ უნივერსიტეტის ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ასოცირებულ პროფესორს, ჰიროტაკე მაედას უმასპინძლეს, რუსთაველის ფონდის საქმიანობის, მიზნებისა და პრიორიტეტების შესახებ ესაუბრნენ, იაპონელ მეცნიერებთან ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს.