შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის პრეზენტაცია აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში

9 ივლისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „თეირანის ქრისტიანულ სასაფლაოთა კომპლექსის ქართული სექტორი (ისტორიულ-კულტურული კვლევა, არსებული საფრთხეების გამოვლენა და მათი გადაწყვეტის გზები)“ და პროექტის ფარგლებში გამოცემული წიგნის „ქართველები თეირანის დულაბის ქრისტიანულ სასაფლაოზე“ პრეზენტაცია გაიმართა.  ასევე, მოეწყო პროექტით გათვალისწინებული ფოტოგამოფენა. კვლევითი ჯგუფის წევრებმა- ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა  გიორგი სანიკიძემ, ნიკოლოზ ნახუცრიშვილმა და ანტონ ვაჭარაძემ ისაუბრეს პროექტის შედეგებზე და წარმოადგინეს ამ შედეგების ამსახველი სამეცნიერო კრებული; მადლობა გადაუხადეს ყველა იმ პირსა და ორგანიზაციას, რომელთა ხელშეწყობითაც შესაძლებელი გახდა პროექტის წარმატებით განხორციელება; ხაზი გაუსვეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის  ეროვნული სააგენტოს, ასევე საქართველოსა თუ ირანის არაერთი კვლევითი დაწესებულების მხარდაჭერის მნიშვნელობას პროექტზე მუშაობის პროცესში. სიტყვით გამოვიდნენ საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი ბატონი ჰამიდ მოსთაფავი,  თეირანის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მართლმადიდებლური ეკლესიის მენეჯერი ემანუელ შირანი, საქართველოს ყოფილი ელჩი ირანის ისლამური რესპუბლიკაში   ლევან ასათიანი და სხვები. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის  ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე  პაატა გაფრინდაშვილი, ამავე საააგენტოს, სხვადასხვა უნივერსიტეტებისა და კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლები. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა  გამოფენის წარდგინება.