შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ქართულ- გერმანული ერთობლივი პროექტის ფარგლებში ბიოდაცვისა და ბიოუსაფრთხოების სიმპოზიუმი

21 ნოემბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (NCDC), გერმანიის საერთაშორისო საზოგადოების (ბუნდესვერი) სამხედრო-სამედიცინო აკადემიის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტის და გერმანიის საერთაშორისო საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით გაიმართა   ბიოდაცვისა და ბიოუსაფრთხოების სიმპოზიუმი.

ქართულ-გერმანული პროექტის მიზანი გახლავთ გერმანიისა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაფართოება, გერმანელი მეცნიერების მიერ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების გზით ბიოლოგიური უსაფრთხოების რეგიონური ქსელის ჩამოყალიბება და საშიში ინფექციური დაავადებების დიაგნოსტიკა.

პროექტი ხორციელდება 2013 წლიდან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და გერმანიის ბუნდესვერის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტის მიერ.

ღონისძიებას ეწრებოდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, გერმანიის ელჩი საქართველოში, გერმანიის ბუნდესვერის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტის, გერმანიის საერთაშორისო საზოგადოების (GIZ), საქართველოს, უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანის სხვადასხვა ორგანიზაციების, საქართველოში შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.

სიმპოზიუმზე მიწვეული გახლდათ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე ნინო გაჩეჩილაძე რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო ეროვნული ფონდის საკონკურსო პროგრამები, ღონისძიებები და დაფინანსების სქემები, ასევე ფონდის მიღწევები ევროპულ სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციისა და ფონდების მოზიდვის კუთხით.