შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

„ქართულ-ბიზანტიური ტიხროვანი მინანქრის მინერალოგიურ თავისებურებათა კვლევა ინოვაციური მეთოდებით“

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტეტში ჩატარდა  სამეცნიერო შედეგების პრეზენტაცია და ვიდეომასალის ჩვენება.

 შუასაუკუნეების ქართულ-ბიზანტიური ტიხროვანი მინანქრის ტექნოლოგიას,  რომელიც XV საუკუნიდან ითვლება დაკარგულად,ჩვენი ქვეყნის კულტურული ცხოვრებისათვის უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია.    შოთა   რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი №PHDF-18-449  „ქართულ-ბიზანტიური ტიხროვანი მინანქრის მინერალოგიურ თავისებურებათა კვლევა ინოვაციური მეთოდებით“ ხელმძღვანელი ერმინე მაღრაძე, ითვალისწინებს უძველეს წყაროებზე და არტეფაქტებზე დაყრდნობით,თანამედროვე საკვლევი ხელსაწყოების გამოყენებით აღნიშნული ტექნოლოგიის კვლევას.      

       კვლევისას დიდ მნიშვნელობას იძენს თვითეული არტეფაქტი თუ წერილობითი დოკუმენტი, რომელმაც შორეული წარსულიდან ჩვენს დრომდე მოაღწია.                                                                                                                                                      ასეთ დოკუმენტთა რიცხვს მიეკუთვნება ვახტანგVI-ის ტრაქტატი „წიგნი ზეთების შეზავებისა და ქიმიისა ქმნის“,რომელშიც მეტად მნიშვნელოვანი ცნობებია დაცული ფერადი დეკორატიული მინის ტექნოლოგიაზე.  

         ამ ტრაქტატში   აღწერილი „ფერად-ფერადი ჭიქების“ გაკეთების რეცეპტები დაწვრილებით იქნა შესწავლილი და შესაბამისად გაშიფრული.

პრეზენტაციას დაესწრნენ პროფესორ- მასწავლებლები.