შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

კონკურს „ლეონარდო და ვინჩის “ გამარჯვებულების დაჯილდოება

15 ნოემბერს, მწერალთა სახლში გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ გამოფენა და დაჯილდოების საზეიმო ცერემონია.
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ ფონდის ყველაზე პოპულარული ტრადიციული კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ დიდ მნიშვნელობასა და მიზნებზე, მოსწავლეებს შორის მეცნიერების პოპულარიზაციაზე ისაუბრა. კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი- საქართველოს ვიცე დეკანმა ნუგზარ დავითაშვილმა, თიბისი ბანკის ბრენდ ანალიტიკის ლიდერმა ალექსანდრე მაყაშვილმა, საქპატენტი-ინტექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე გენადი ლებანიძემ.
გამოვლინდნენ გრანპრის, პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები. საუკეთესო პროექტის, გამოგონების ავტორები დაჯილდოვდნენ სპეციალური პრიზებითა და ჯილდოებით. გრანპრის მფლობელი გახდნენ სერვანტესის სახელობის გიმნაზია ,,აია-GESS” მოსწავლეები როსტომ ნიორაძე და ქეთა აფციაური , პროექტი: „თეთრი დათვი-შუქგამტარული მოქნილი მასივი სტატიკური მზის პანელის გაიდის როლში და პელტიეს ელემენტების გამოყენება ფუჭი სითბური ნაკადის უტილიზაციისათვის“ .
I ადგილის მფლობელები გახდნენ სერვანტესის სახ.გიმნაზია ,,აია-GESS მოსწავლეები მარიამ მაღრაძე, თეონა კონტრიძე, თეკლა ლეჟავა; II ადგილის მფლობელები გახდნენ ამავე სკოლის მოსწავლეები ლიზი ტურაშვილი, მარიამ მიქაძე, ავთანდილ გუჯაბიძე. III ადგილის მფლობელები გახდნენ :სერვანტესის სახ.გიმნაზია ,,აია-GESS"; .თბილისის 51- საჯარო სკოლის, თბილისის კლასიკური გიმნაზის მოსწავლები გეგა შავ დათუაშვილი; მარიამ ნინუა;ბაია გრძელიშვილი.
წარმატებულ მონაწილეებს სპეციალური პრიზები გადასცეს მთაწმინდის პარკის წარმომადგენელმა თამუნა ლიპარტელიანმა, სულაკაურის გამომცემლობის მარკეტინგული პროექტებისა და ღონისძიებების მენეჯერმა თათია დარსალიამ, თიბისი ბანკისა და საქპატენტი-ინტექტულაური საკუთრების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა.
მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსილეონარდო და ვინჩი“,  ყოველწლიურად ტარდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ.
პროექტის ოფიციალური პარტნიორია თიბისი ბანკი.

პროგრამის კოორდინატორები- მაკა ქაჯაია, ნინო გოგაძე.