შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდის გენერალური დირექტორის შეხვედრა სოხუმის უნივერსიტეტში

31 ოქტომბერს შოთა  რუსთაველის საქართველოს ეროვნული  სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია სოხუმის უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს შეხვდა. ფონდის გენერალურ დირექტორს და დამსწრე საზოგადოებას  მიესალმა სოხუმის სახელმწიფო  უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე.

 ზვიად გაბისონიამ წარადგინა პრეზენტაცია   „საქართველოს მეცნიერების ევროპულ სივრცეში ინტეგრირების ახალი ეტაპი - ახალი შესაძლებლობები მეცნიერებისთვის”, ისაუბრა  საქართველოს   ევროკავშირის მეცნიერებისა და ინოვაციების სახელმწიფოთაშორისი  ორგანიზაციის-   EURAXESS-ის    წევრობის  მნიშვნელობაზე-  ფართო შესაძლებლობებსა და ახალ  სერვისებზე  საქართველოს მეცნიერებისთვის.  EURAXESS-ი არის ორგანიზაცია, რომელიც საშუალებას აძლევს წევრ ქვეყნებს, პირდაპირი წვდომა ჰქონდეთ არა მხოლოდ ევროკავშირის, ევროკომისიის მიერ გამოცხადებულ კონკურსებზე, არამედ წევრი ქვეყნების შიდასახელმწიფოებრივ კონკურსებზე, 

ფონდის გენერალურმა დირექტორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ისტორიის გაყალბების მცდელობების წინააღმდეგ მიმართული სამეცნიერო  პროექტების მხარდაჭერა და  მათი   საერთაშორისო  საზოგადოებისთვის გაცნობა   რუსთაველის  ფონდის პრიორიტეტია,  აუდიტორიას გააცნო  ისტორიაში პირველად, ფონდის  მიერ  გამოცხადებული  ახალი  მიზნობრივი  კონკურსები:  ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო პროექტების და  საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების  კონკურსი, საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევებისა და საგამომცემლო გრანტების კონკურსები,  ასევე, კავკასიოლოგიური მიმართულების  სამეცნიერო პროექტების კონკურსი, რომელიც უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.  ისაუბრა ამ პროექტების  დიდ სახელმწიფოებრივ, ეროვნულ  მნიშვნელობაზე.

შეხვედრის დასასრულს,  ზვიად გაბისონიამ უპასუხა ახალგაზრდა მეცნიერების, დამსწრე აუდიტორიის მრავალრიცხოვან შეკითხვებს.