შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსს

კონკურსის სახელწოდება

საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი

კონკურსის აბრევიატურა BRG

კონკურსის მიზანი

საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების (საქართველოს სახელმწიფო ტერიტორია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საზღვართან არსებული საქართველოს მუნიციპალიტეტის ტერიტორია) შემსწავლელი კვლევების განვითარება, მათი მიახლოება საერთაშორისო სტანდარტებთან, ახალი ცოდნის შექმნა, ახალი იდეებისა და კონცეფციების, მოვლენებისა და ფაქტების შესწავლა - ანალიზი, კვლევის შედეგების გავრცელება (დისემინაცია), სხვადასხვა თაობისა და სხვადასხვა კვლევითი ცენტრის მკვლევართა შორის გამოცდილების გაზიარება, კვლევის პროცესის ინტეგრაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროცესში და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო პოტენციალის ზრდა მათი ჩართვით კვლევაში, ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად, ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერება.

საპროექტო განაცხადი ტიპი    -  ინსტიტუციური

კონკურსის ძირითადი პირობები

საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსება გაიცემა ორ ლოტში:

  • პირველი ლოტი - საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების განხორციელება;
  • მეორე ლოტი - საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზება:

კონკურსში პროექტების წარდგენა შესაძლებელია სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორით განსაზღვრულ შემდეგ მიმართულებებში:

  1. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
  2. ინჟინერია და ტექნოლოგიები
  3. სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები
  4. აგრარული მეცნიერებები
  5. სოციალური მეცნიერებები
  6. ჰუმანიტარული მეცნიერებები

სამეცნიერო კვლევითი პროექტების ორგანიზებისათვის

  • სამეცნიერო კვლევითი პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება არ უნდა აჭარბებდეს 60 000 ლარს
  • საკონკურსოდ წარდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს 12 თვე

საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების ორგანიზებისათვის

ერთი პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს:

კონფერენცია

30 000 ლარი

კონგრესი

30 000 ლარი

     

საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების პროექტი უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 2020 წლის 30 ოქტომბრისა

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი

კონკურსის განრიგი და ვადები:

2019 წლის 4 ოქტომბერი - კონკურსის გამოცხადება დადგენილი წესით

2019 წლის 11 ოქტომბერი - GMUS-ის სარეგისტრაციო ბაზის გახსნა

ჯგუფური კონსულტაციები:

11 ოქტომბერი - 16:00 საათი

21 ოქტომბერი -14:00 საათი

11-დან 25 ოქტომბრის 18 საათამდე  - პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში

29 ოქტომბრის 18:00 საათამდე - კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში 

ნოემბერი-დეკემბერი რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან შესაბამისობის დადგენა (ტექნიკური ექსპერტიზა); კონკურსის პირობების დაცვით რეგისტრირებული პროექტების შეფასება და გამარჯვებულთა გამოვლენა და ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცება; კონკურსის შედეგების გამოქვეყნება; გამარჯვებულებთან საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება.

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები

პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები

სამეცნიერო კვლევითი პროექტებისათვის

  • კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ (დანართი 2, ნიმუში)
  • საპროექტო წინადადება (დანართი 3) - ქართულ ენაზე
  • პროფესიული ბიოგრაფია (დანართი 4, ნიმუში) - ქართულ და ინგლისურ ენაზე
  • პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი 5, ნიმუში) - ქართულ ენაზე
  • პროექტის ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება (დანართი 6, ნიმუში) - ქართულ ენაზე
  • ცნობა თანადაფინანსების შესახებ (დანართი7) - ქართულ და ინგლისურ ენაზე
  • თანხმობის წერილი სხვა იურიდიული/ფიზიკური პირის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფის შესახებ (დანართი 8) - ქართულ და ინგლისურ ენაზე

საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებისათვის

  • პროფესიული ბიოგრაფია (დანართი 4, ნიმუში) - ქართულ და ინგლისურ ენაზე
  • ცნობა თანადაფინანსების შესახებ (დანართი7) - ქართულ და ინგლისურ ენაზე
  • კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ (დანართი 12, ნიმუში)
  • საპროექტო წინადადება (დანართი 13) - ქართულ ენაზე
  • პროექტში ჩართული უცხო ქვეყნის მოქალაქის თანხმობის წერილი პროექტში მონაწილეობაზე - Letter of Personal Commitment (დანართი 14) - ინგლისურ ენაზე
  • პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი 16, ნიმუში ნიმუში ) - ქართულ ენაზე
  • პროექტის ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება (დანართი 17, ნიმუში) - ქართულ ენაზე

ელექტრონული რეგისტრაციის ბმული

გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)

ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია (ბმული)

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:

  • პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებასს, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
  • ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;
  • დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტით gogadze@rustaveli.org.ge

 

კოორდინატორები:

ნინო გოგაძე (პროგრამული საკითხები)

ქეთევან გორგაძე (პროგრამული საკითხები)

 

საკონტაქტო ინფორმაცია: Gogadze@rustaveli.org.ge

 

 

 

ფონდი გისურვებთ წარმატებებს!