შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს მოკლევადიან ინდივიდუალურ სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსს, 2016 წლის 1 ივნისიდან 2016 წლის 31 ოქტომბრის

მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობას საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში, რათა ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად გააძლიეროს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და დაეხმაროს საქართველოს მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო ცხოვრებაში ინტეგრაციას.

 

სამოგზაურო გრანტების საშუალებით ქართველ მეცნიერებს შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ საზღვარგარეთ დაგეგმილ საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში.

სამოგზაურო გრანტები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მის  სრულ ადმინისტრირებას ახორციელებს სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელი აგზავნის საბუთებს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tg@rustaveli.org.ge

 

2016 წლის კონკურსი ტარდება 3 ნაკადად.

 

მეორე ნაკადისათვის საკონკურსო დოკუმენტაციის ფონდში ელექტრონულად წარდგენის ბოლო ვადაა:

    2016 წლის  3 მაისი, 16:00 სთ. - 2016 წლის 1 ივნისიდან 2016 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით დაგეგმილი ღონისძიებებისთვის;

 

ამობეჭდილი და ხელმოწერილი განაცხადების ფონდის კანცელარიაში რეგისტრირების ბოლო ვადაა:

   2016 წლის 6 მაისი16:00 სთ. - 2016 წლის - 1 ივნისიდან 2016 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით დაგეგმილი ღონისძიებებისთვის;

 

შენიშვნა: ვადის დარღვევით წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადები შესაბამისი პერიოდებისათვის  

საკონკურსოდ არ განიხილება!

 

მეორე ნაკადისთვის კონკურსის პირობებთან დაკავშირებულ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად კონკურსის მონაწილეთათვის ონლაინ შეკითხვების გამოგზავნის ბოლო დღე - 20 აპრილი.

 

ფონდი არ ჩაატარებს ინდივიდუალურ კონსულტაციებს.

 

ელექტრონულ მისამართზე შემოსული შეკითხვების პასუხები დაიდება 22 აპრილს.

ჯგუფური კონსულტაციებისას ხშირად დასმული შეკითხვების პასუხები დაიდება 26 აპრილს.

 

ჯგუფური კონსულტაციები გაიმართება, შემდეგი გრაფიკით:

         14 და 22 აპრილს, 16:00 საათზე, ფონდის საკონფერენციო დარბაზში, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. #1, III სართული 

 

კონკურსში მონაწილეებს, განაცხადის წარდგენის ბოლო ვადიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, ეცნობებათ პასუხი დაფინანსების შესახებ ფონდის ვებგვერდის საშუალებით.

 

დეტალური ინფორმაცია  კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ქვემოთ მოცემული ბმულებში:

 

გთხოვთ, კონსულტაციებისთვის მიმართოთ პროგრამის კოორდინატორებს:

 

ნინო დემეტრაშვილს
ელ-ფოსტა: demetrashvili@rustaveli.org.ge

 

ლოლიტა შენგელიას

ელ-ფოსტა: l_shengelia@rustaveli.org.ge