ფიზიკის 47-ე საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი პირველი ტური
2016 წლის 12 აპრილს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართა ფიზიკის 47-ე საერთაშორისო ოლიმპიადისათვის საქართველოს ნაკრები გუნდის შესარჩევი პირველი ტური. მოსწავლეები შეირჩნენ 2015-2016 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების რეიტინგული სიების შედეგად.