შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ელდარ მამისთვალიშვილის საიუბილეო საღამო

25 ოქტომბერს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პროფესორ ელდარ მამისთვალიშვილის 80 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე ჯაბა სამუშიამ იუბილარს მიულოცა იუბილე რუსთაველის ფონდის, მისი გენერალური დირექტორის სახელით და მომავალშიც ნაყოფიერი მოღვაწეობა უსურვა მეცნიერს, რომელსაც დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართულ მეცნიერებაში. იგი არის საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიის აღიარებული მკვლევარი; იტალიური, ლათინური და ესპანური ენებიდან თარგმნა და გამოაქვეყნა საქართველოს ისტორიასთან დაკავშირებული საყურადღებო წყაროები. მისი ინტერესების სფერო ასევე მოიცავს წმინდა მიწასთან საქართველოს ურთიერთობის ისტორიას, მშობლიური გორის ისტორიული წარსულის კვლევას.2006 წლიდან ელდარ მამისთვალიშვილი სათავეში უდგას გორის უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს. არჩეულია არაერთი აკადემიური თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრად; დიდი წვლილი შეაქვს ქართულ-ებრაული ურთიერთობის გაღრმავებაში.