შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ახალგაზრდა მეცნიერთა III საერთაშორისო სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში

27 ნოემბერს, ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის  მხარდაჭერით გაიმართა   ახალგაზრდა მეცნიერთა III საერთაშორისო სიმპოზიუმი  ჰუმანიტარულ მეცნიერებებში.   სპეციალურად სიმპოზიუმისთვის შექმნილ თსუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის ექსპერტთა კომისიის მიერ ორმაგი ანონიმური რეცენზირების შედეგად  შეირჩა 90-მდე ახალგაზრდა მეცნიერის თეზისები. 

სიმპოზიუმი გახსნა თსუ-ს  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა

 ნანა გაფრინდაშვილმა,  სიმპოზიუმზე სიტყვით გამოვიდა და    დამსწრე საზოგადოებას მიესალმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია, საქართველოს  ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და  თსუ-ს პრორექტორი ნინო გვენეტაძე. სიმპოზიუმში ასევე  მონაწილეობენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მომხსენებლები  იტალიის, საფრანგეთის, პოლონეთის, ლატვიის, სერბეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, რუსეთის, საუდის არაბეთის, ინდოეთისა და ბრაზილიის უნივერსიტეტებიდან.

ახალგაზრდა მეცნიერთა სიმპოზიუმის გუნდის მიდგომები მუდმივად იხვეწება და ვითარდება, მიზანი ერთია: მეცნიერული ეთიკისა და კვლევის მაღალი სტანდარტების დამკვიდრება, არსებული აკადემიურ გამოცდილების გათვალისწინება როგორც ადგილობრივ, ისე – საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე. წელს სიმპოზიუმზე წაკითხული საუკეთესო მოხსენებები დაიბეჭდება ორენოვან საერთაშორისო ჟურნალში „TSU-ti“, რომელიც სიმპოზიუმის ბაზაზე შეიქმნა. 2019 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სიმპოზიუმი ეძღვნება თსუ-ში აღმოსავლეთმცოდნეობის სწავლისა და კვლევის ასწლოვან ტრადიციას.