შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

„Euraxess - საქართველოს“ - რიგით მეორე შეხვედრა

13 იანვარს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში „Euraxess - საქართველოს“ პროექტის ფარგლებში, გაიმართა განმეორებითი სამუშაო შეხვედრა პარტნიორი უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან.

რუსთაველის სამეცნიერო დეპარტამენტის წარმომადგენელმა სალომე შარაშენიძემ ისაუბრა EURAXESS - საქართველოს პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობებისა და იმ ტრენინგების შესახებ, რომლის განხორციელებაც მიმდინარე კვირიდან დაიწყება. ტრენინგების თემას წარმოადგენს EURAXESS პორტალი, ხოლო სამიზნე აუდიტორიას -  პარტნიორი უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების პერსონალი.

შეხვედრას ასევე დაესწრო და აუდიტორიის კითხვებს უპასუხა ფონდის სამეცნიერო დეპარტამენტის წარმომადგენმა ლანა დავითულიანმა.