შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

2019 წლის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის II ეტაპის შედეგები

დასრულდა 2019 წლის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის II ეტაპი. კონკურსის აღნიშნულ ეტაპზე მონაწილეობდა 79 განაცხადი. პროექტები შეფასდა საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის N85 ბრძანებით დამტკიცებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად.

ფონდმა დაადგინა მეორე ეტაპზე შეფასებული პროექტების რანჟირებული სიები და განსაზღვრა მესამე ეტაპზე გადასული პროექტები ფონდის გენერალური დირექტორის 6 აგვისტოს N92 ბრძანებით დამტკიცებული "2019 წლის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში დარეგისტრირებული პროექტების საბოლოო ქულის დაანგარიშების და დაფინანსების წესის" მიხედვით.

კონკურსის III ეტაპზე გადავიდა 65 პროექტი.

 აპლიკანტებს ინდივიდუალური შეფასებების ნახვა შეუძლიათ GMUS - ბაზაში

იხილეთ:

III ეტაპზე გადასული პროექტები

რანჟირებული სიები კატეგორიების მიხედვით

 

დამატებით მოგახსენებთ, რომ კომისიის წინაშე III ეტაპზე გადასულ მონაწილეთა პრეზენტაციების განრიგი გამოქვეყნდება უახლოეს დღეებში.