2019 წლის ,,ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად“ კონკურსში მონაწილეთა საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ შეიცვალა კონკურსის ელექტრონული რეგისტრაციის ვადა GMUS-ის ბაზაში. იხილეთ ცვლილება ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებაში. შესაბამისად, ,,ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად“ კონკურსით მოთხოვნილი საკონკურსო დოკუმენტაცია იტვირთება GMUS -ში 2019 წლის 19 აგვისტოს 16:00 სთ-მდე.
„განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ“ ამობეჭდილი და ხელმოწერილი წარმოდგენილი უნდა იქნას ფონდის კანცელარიაში 2019 წლის - 21 აგვისტოს 16:00 სთ-მდე.
,,ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად“ კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება ამა წლის 16 სექტემბერს.