შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

პრეზენტაცია „საქართველოს მეცნიერების ევროპულ სივრცეში ინტეგრირების ახალი ეტაპი - ახალი შესაძლებლობები მეცნიერებისთვის”

25 ოქტომბერსთბილისის  სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში   გაიმართა  პრეზენტაცია   „საქართველოს მეცნიერების ევროპულ სივრცეში ინტეგრირების ახალი ეტაპი - ახალი შესაძლებლობები მეცნიერებისთვის”;   საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ ბატიაშვილი,   შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია  მეცნიერებს, აკადემიური წრეების წარმომადგენლებს შეხვდენენ.

ღონისძიება გახსნა და სტუმრებს მიესალმა  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ვადაჭკორია.   მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, „პირველი იანვრიდან ყველა ქართველი მეცნიერისთვის, უმაღლესი სასწავლებლისთვის და კვლევითი ინსტიტუტისთვის ერთიანი ევროპული სივრცე იხსნება, რომელიც თავისი ფონდებით უზარმაზარ რესურსს მოიცავს და დაახლოებით 2 მილიარდი ევროა ყოველწლიურად. ქართველმა მეცნიერებმა, ევროპელ მეცნიერებთან ერთად, უნდა აითვისონ რესურსი, რომელიც ერთიან ევროპულ სივრცეს გააჩნია“.

რუსთაველის ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბოსონიამ  ისაუბრა  EURAXESS-ის, ევროკომისიის ერთ-ერთი მძლავრი ორგანიზაციის    იდეაზე,  რომელიც საშუალებას აძლევს წევრ ქვეყნებს  პირდაპირი წვდომა ჰქონდეთ არა მხოლოდ ევროკავშირის, ევროკომისიის მიერ გამოცხადებულ კონკურსებზე, არამედ წევრი ქვეყნების შიდასახელმწიფოებრივ კონკურსებზე,  რისი საშუალებაც ადრე  არ გვქონდა. ზვიად გაბისონიამ წარადგინა  პრეზენტაცია EURAXESS-ის    მისიისა და სერვისების,  ფართო შესაძლებლობების, ასევე,   ტექნიკური მხარის  შესახებ,  თუ როგორ უნდა მოხდეს  პორტალზე რეგისტრაცია.

  ფონდის გენერალურმა დირექტორმა  ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მას შემდეგ, რაც  2021 წლიდან   ფუნქციონირებას დაიწყებს პროგრამა  Horizon Europe , EURAXESS -  ი იქნება ერთ-ერთი მძლავრი ორგანიზაცია, რომელიც ევროკავშირის სამეცნიერო ბიუჯეტის (დაახლოებით 100 მილიარდი ევრო)   მესამედზე მეტს განკარგავს,  მასზე  წვდომა  საქართველოს მეცნიერებს  უკვე 2020 წლის  1 იანვრიდან ექნებათ, ასევე,   მედიცინის მიმართულებით არსებულ  დიდი პოტენციალზე   ევროკავშირის შიდასახელმწიფოებრივ კვლევებში, ბრიუსელში გამართულ EURAXESS- მმართველი საბჭოს  სხდომაზე    მის მიერ წამოყენებულ წინადადებაზე,  რომ  მომავალში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის გამოცხადდეს ცალკე საგრანტო კონკურსები,  ძალზე მნიშვნელოვან   სიახლეზე  საქართველოს მეცნიერებისთვის-  EURAXESS  -ის წევრი ქვეყნებისთვის საგანგებოდ  ამოქმედდება ახალი სავიზო სამუშაო რეჟიმი - საქართველოს  მეცნიერებს  ევროკავშირის სამუშაო  (სამეცნიერო)   ვიზები მიეცემათ გამარტივებული  ონლაინ რეჟიმით; ზვიად გაბისონიამ დამსწრე აუდიტორიას ასევე  გააცნო რუსთაველის ფონდის სიახლეები, პრიორიტეტები და მის წინაშე მდგარი გამოწვევები.  

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა  ზურაბ ვადაჭკორიამ აღნიშნა: „საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით განვითარებულ მოვლენებს ცოტა ხნის წინ ვერავინ წარმოიდგენდა. უკანასკნელი ნაბიჯი, რომელიც EURAXESS-ში საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებით გადაიდგა, ძალიან დიდ შესაძლებლობებს აძლევს ქართველ მეცნიერებს, ევროპელ მეცნიერებთან კოოპერაციით, დიდ წარმატებებს მიაღწიონ“.