შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საინფორმაციო შეხვედრა „ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) გრანტის სამეცნიერო ხელმძღვანელთან საქართველოს მკვლევართა სამეცნიერო სტაჟირების კონკურსის“ შესახებ

მიმდინარე წლის 9 სექტემბერს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა „ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) გრანტის სამეცნიერო ხელმძღვანელთან საქართველოს მკვლევართა სამეცნიერო სტაჟირების კონკურსის“ შესახებ.

ევროპული კვლევების საბჭო (ERC) წარმოადგენს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“ -ის ერთ-ერთ ძირითადი კომპონენტს, რომლის მისიაა კონკურენტული დაფინანსების გზით, ხელი შეუწყოს უმაღლესი ხარისხის კვლევის განხორციელებას ყველა სამეცნიერო მიმართულებით. ERC-ის საგრანტო კონკურსებში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც კარიერის საწყის ეტაპზე მყოფ მკვლევარებს, ასევე, დიდი გამოცდილების მქონე მეცნიერებს.

შეხვედრაზე, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანამშრომლებმა, დამსწრე საზოგადოებას მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია კონკურსის შინაარსისა და პირობების შესახებ.

კონკურსის შესახებ ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს.