შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

მრგვალი მაგიდა ,,GGSB - PLUS - საქართველო გერმანიის სამეცნიერო ხიდის მომავალი”

27 სექტემბერს, მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019 - ის ფარგლებში,  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში  გაიმართა მრგვალი მაგიდა- დისკუსია: ,,GGSB - PLUS - საქართველო გერმანიის სამეცნიერო ხიდის (Science Bridge)  მომავალი, განათლების, კვლევისა და ცოდნის ტრანსფერის გაფართოება და გაძლიერება”.

ღონისძიების მიზანი - გერმანიასა და საქართველოს შორის   განათლების და  კვლევების   გაძლიერება - გაღრმავება  და სამომავლო განვითარების პერსპექტივების განხილვა; ასევე, მნიშვნელოვანი  საკითხების წარმოჩენა, მკვლევართა შორის დიალოგის ხელშეწყობა და კავშირების გაძლიერება. ღონისძიება უმასპინძლებს ფონდისა და იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროგრამაში მონაწილე მკვლევარებსა და საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმის წარმომადგენლებს.

ღონისძიებაში  მონაწილეობდნენ: გერმანული მხრიდან -   ჰანს შტროერი -  ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის  დირექტორი,  პროფესორი; ასტრიდ კინდლერ შარიენერგიისა და კლიმატის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი,  პროფესორი, ანდრო კაჭარავა -  ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტი, პროფესორი; ევა პორტიუსი - კორპორატიული განვითარების მენეჯერი. ქართული მხრიდან: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ  ფრანგიშვილი, საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველი განათლების საკითხებში მიხეილ ჩხენკემი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული  სამეცნიერო ფონდის გენერალური  დირექტორი ზვიად გაბისონია, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე.

რუსთაველის ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია მიესალმა მრგვალი მაგიდის მონაწილეებს, ისაუბრა საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ურთიერთობის  გაღრმავების  მნიშვნელობაზე,  რუსთაველის სამეცნიერო  ფონდსა და იულიხის კვლევით ცენტრს შორის აქტიურ ურთიერთთანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე.  განხილულ იქნა 2020 წელს გასაფორმებელი ახალი ხელშეკრულება რუსთაველის ფონდსა და იულიხის სამეცნიერო კვლევით ცენტრს შორის. ზვიად გაბისონიამ გერმანელი პარტნიორების წინაშე დასვა საკითხი ხელშეკრულების არეალის გაფართოების  და გაცვლით პროექტებში ინჟინერიის ქვემიმართულების - ელექტრო ინჟინერიისა და და ლაზერული ინჟინერიის დამატების შესახებ,  ასევე   ისაუბრა  გამოყენებითი კვლევების კომერციალიზაციასა და მასში გერმანული მხარის აქტიური ჩართულობის შესახებ.