შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

"ბეტონის ფიზიკური და მექანიკური მახასიათებლების გამოკვლევა ადსორბციული თეორიის პოზიციიდან"

კავშირი "მეცნიერება და ენერგეტიკა"-ში ჩატარდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის  "ბეტონის ფიზიკური და მექანიკური მახასიათებლების გამოკვლევა ადსორბციული თეორიის პოზიციიდან" სამეცნიერო შედეგების პრეზენტაცია. ხელმძღვანელი მერაბ ლორთქიფანიძე.

წარმოდგენილი იყო ექსპერიმენტული კვლევები ბეტონის გაჭიმვასა, კუმშვასა და ცოცვადობაზე მუდმივი და მრავალჯერადი დატვირთვების დროს. აღნიშნული შედეგების მიხედვით შეირჩა ბეტონის ფენომენოლოგიური (რეოლოგიური) მოდელი.

 აღწერილია არმირების პროცესი და დისპერსიულობის თეორია.

დაინერგა პოლიმერლეჩობეტონის იაფი და ნაკლებდეფიციტური პოლიმერის, ბაკელიტის ლაკის 90% და ძვირი და დეფიციტური პოლიმერული მასალის ეპოქსიდის ფისის 10% ნარევის საფუძველზე დამზადებული პოლიმერლეჩობეტონის ფერდოგამამაგრებელი ასაკრები კონსტრუქციები. რკინაბეტონის ჩვეულებრივ კონსტრუქციებთან შედარებით მივიღეთ 30-40%-იანი წონის შემცირება, რაც მნიშვნელოვნად აადვილებს მშენებლობის ტექნოლოგიას. აღნიშნული კონსტრუქციები დაინერგა საავტომობილო გზების მშენებლობაში.

პრეზენტაციას დაესწრო ტექნიკური უნივერსაიტეტის პროფესორ-მასწავლებლები.