შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო წლის საუკეთესო მეცნიერისა და მეცნიერთა ჯგუფისათვის

კონკურსის მიზანია საქართველოს და საერთაშორისო მკვლევართა წახალისება მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში აქტიური და ნაყოფიერი  მოღვაწეობისა და ჩართულობის მიზნით, აგრეთვე გაწეული განსაკუთრებული მიღწევებისა დაფასებისათვის, საქართველოს მეცნიერებისა და საქართველოს შესახებ კვლევების წახალისებისა და პოპულარიზაციისათვის. 

სამიზნე ჯგუფი: კატეგორიების შესაბამისად ჯილდოს მოსაპოვებლად კონკურსში მონაწილეობა შეუძლია შემდეგ სუბიექტებს:
ა)  ქართველოლოგიის დარგში მოღვაწე საუკეთესო უცხოელი მეცნიერის ჯილდოს მოსაპოვებლად საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში, კერძოდ ქართველოლოგიის დარგში მოღვაწე, უცხო ქვეყნის მოქალაქე, დოქტორის აკადემიური ხარისხის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე მკვლევარს.
ბ) საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერის ჯილდოს მოსაპოვებლად  დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე, საქართველოს მოქალაქე  სამეცნიერო სფეროში აქტიურად მოღვაწე ახალგაზრდა მკვლევარს, რომელსაც სააკონკურსო  დოკუმენტაციის  მიღების დასრულებამდე შეუსრულდა არაუმეტეს 35 წელი;
გ) საუკეთესო მეცნიერის  ჯილდოს მოსაპოვებლად  დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე, საქართველოს მოქალაქე სამეცნიერო სფეროში აქტიურად მოღვაწე მკვლევარს;
დ) საუკეთესო სამეცნიერო კვლევით ჯგუფის ჯილდოს მოსაპოვებლად სამეცნიერო საქმიანობაში აქტიურად მოღვაწე არანაკლებ 3 (სამი) საქართველოს მოქალაქე, მკვლევრისგან შემდგარ სამეცნიერო - კვლევით ჯგუფს. ჯგუფში შესაძლებელია ჩართული იყოს მაგისტრანტ(ებ)ი და დოქტორანტ(ებ)ი, ასევე უცხოელი მეცნიერ(ებ)ი.

ჯილდო მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში განსაკუთრებული მიღწევებისა და წვლილისათვის გაიცემა ერთჯერადად, კონკურსის წესით.

კოორდინატორი: მაია ქაჯაია, თორნიკე სხირტლაძე 

კონკურსის 2018 წლის ბიუჯეტი: 35,000.

2018 წლის კონკურსის პირობები

ნორმატიული აქტი

დაფინანსებული პროექტები:

2018 წელი

2017 წელი

2016 წელი