შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანამშრომლობა ბირთვული კვლევის ევროპულ ორგანიზაციასთან (CERN) და ბირთვული კვლევის გაერთიანებულ ინსტიტუტთან (JINR)

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი (Shota Rustaveli National Science Foundation – SRNSFG) წარმოადგენს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ-ს, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემის განვითარებას.

ფონდის მიერ წლიური საწევრო გადასახადების უზრუნველყოფის გზით საქართველოს მეცნიერებს შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ ისეთ საერთაშორისო კვლევითი ცენტრების პროექტებში, როგორიცაა: ბირთვული კვლევის ევროპული ორგანიზაცია (CERN) და ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტი (JINR).

ბირთვული კვლევის ევროპულ ორგანიზაციასთან (CERN) და ბირთვული კვლევის გაერთიანებულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით (JINR),  ჩარჩო ხელშეკრულებების ფარგლებში შესაძლებლობა ეძლევა მოწინავე ქართველ მეცნიერებს - ფიზიკოსებს, ინჟინრებსა და ტექნიკოსებს, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო თანამედროვე კვლევით პროექტებში და გააღრმავონ სამეცნიერო - ტექნიკური ურთიერთობები.

აღნიშნული ცენტრების საერთაშორისო პროექტებში ქართველ მეცნიერთა ჩართვა შესაძლებელია ადამიანური რესურსების გაზიარებით, აგრეთვე CERN-ისა და JINR-ის ცენტრებში კვლევისათვის საჭირო ტექნოლოგიებზე, აღჭურვილობაზე, მასალებსა და ინფრასტრუქტურაზე კონკურსის საფუძველზე შერჩეულ ქართველ მეცნიერთა ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით.