შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) გრანტის სამეცნიერო ხელმძღვანელთან საქართველოს მკვლევართა სამეცნიერო სტაჟირების კონკურსს

კონკურსის სახელწოდება

ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) გრანტის სამეცნიერო ხელმძღვანელთან საქართველოს მკვლევართა სამეცნიერო სტაჟირების კონკურსი

კონკურსის აბრევიატურა

ERCF

კონკურსის მიზანი

ა) ევროპული კვლევების საბჭოს (შემდგომში - „ERC”) საგრანტო კონკურსებში საქართველოს მეცნიერთა წარმატებული მონაწილეობისა და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირების ხელშეწყობა;

ბ) საქართველოს გამორჩეული მეცნიერების სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირების დაფინანსება ERC-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტების სამეცნიერო ხელმძღვანელებთან და კვლევით ჯგუფებთან, მასპინძელ კვლევით უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო კვლევით ცენტრებში.

საპროექტო განაცხადის ტიპი - ინდივიდუალური

კონკურსის ძირითადი პირობები

  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ERC-ის მიერ დაფინანსებული პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელის/მასპინძელი ინსტიტუციის მიერ მხარდაჭერის მქონე (მხარდაჭერის ოფიციალური წერილი), საქართველოში მცხოვრებ, საქართველოს მოქალაქე დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელსაც  აღნიშნული ხარისხი მიენიჭა კონკურსის გამოცხადების წლამდე ბოლო 12 წლის პერიოდში. 
  • მხარდაჭერის ოფიციალური წერილის მისაღებად აპლიკანტმა განცხადებით უნდა მიმართოს ERC-ის მიერ დაფინანსებული პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელს/მასპინძელ ინსტიტუციას.
  • კონკურსში მონაწილე პირი უნდა ფლობდეს ინგლისურ ან მასპინძელი ქვეყნის (ERC-ის გრანტის მიმღები მეცნიერის) ენას.
  • ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) გრანტის სამეცნიერო ხელმძღვანელთან საქართველოს მკვლევართა სამეცნიერო სტაჟირების ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 3, 4 ან 5 თვე.
  • სტაჟირების პერიოდში ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა განისაზღვრება 2000 ევროს ექვივალენტით ლარში; ხოლო საერთაშორისო და საქალაქთაშორისო (დანიშნულების ადგილამდე) მგზავრობის ხარჯი - 900 ევროს ექვივალენტით ლარში.
  • ყოველთვიური სტიპენდია დაფარავს შემდეგ ხარჯებს: საცხოვრებელი, შიდა ტრანსპორტირება, კვება, დაზღვევა, სავიზო მოსაკრებელი, მასპინძელ ორგანიზაციაში სტაჟირებისათვის მოთხოვნილი სარეგისტრაციო გადასახადი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  • კონკურსში მონაწილეს შეუძლია მხოლოდ ერთი საკონკურსო განაცხადის დარეგისტრირება.
  • გრანტის მიმღები ვალდებულია, სტაჟირების დასრულების შემდგომ, საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, წარადგინოს განაცხადი ERC-ის ერთ-ერთ საგრანტო კონკურსში და ფონდში წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი.

კონკურსის ადმინისტრირების განრიგი

  • ელექტრონული რეგისტრაცია – 2019 წლის 25 ივლისიდან - 20 სექტემბერის 16:00 საათამდე;
  • ფონდის კანცელარიაში რეგისტრაცია – 2019 წლის 23 სექტემბერი 16:00 საათამდე;  
  • პროექტების ტექნიკური ექსპერტიზა - 2019 წლის სექტემბერი;
  • პროექტების შეფასება კომისიის მიერ - 2019 წლის სექტემბერი - ოქტომბერი;
  • კომისიის მიერ შეფასების საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებული პროექტების დამტკიცება - 2019 წლის ოქტომბერი - ნოემბერი;
  • გრანტის მიმღებ პირებთან საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება - 2019 წლის ნოემბერი;

 

*საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართება (თარიღი დაზუსტდება მოგვიანებით) შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში (მ. ალექსიძის №1, მე-3 სართული)

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2019 წლის 12 მარტის  №291 ბრძანება;
  • ფონდის გენერალური დირექტორის 2019 წლის 18 ივლისის №86 ბრძანება კონკურსის გამოცხადების შესახებ;

პროექტის მომზადებისთვის საჭირო დანართები და მასალები

  • კონკურსის პირობები (დანართი №1);
  • კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ, (დანართი №2) - ივსება GMUS-ში ;
  • საპროექტო წინადადება (დანართი №3) - ქართულ და ინგლისურ ენებზე;
  • პროფესიული ბიოგრაფია (CV) (დანართი №4) - ქართულ და ინგლისურ ენაზე, ივსება და იტვირთება GMUS-ში;
  • ცნობა თანადაფინანსების შესახებ (დანართი№5) - ქართულ და ინგლისურ ენებზე; 
  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - დანართი №6, გენერირება GMUS - ში;

ინფორმაცია ევროპული კვლევების საბჭოს( ERC) მიერ დაფინანსებული პროექტების შესახებ

ელექტრონული რეგისტრაციის ბმულები

  • გრანტების მართვის ერთიანი სისტემა - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:

 

  • პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
  • ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაცია;

 

კონკურსის კოორდინატორები:

ლევან ტლაშაძე  2 200 220 (4445)

 

ფონდი გისურვებთ წარმატებებს!