შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

სამოგზაურო გრანტი - დავით გიგინეიშვილი

იაპონიის ეპილეფსიის საზოგადოების წლიური კონფერენციის ფარგლებში (Japan Epilepsy Society 49th annual meeting), რომელიც ტარდებოდა 2015 წლის 30–31 ოქტომბერს ეპილეფსიასთან მებრძოლი საერთაშორისო ლიგის ნეიროფსიქიატრიის კომისიის (Neuropsychiatry Committee of the International League against Epilepsy) ინიციატივით, დაიგეგმა ერთობლივი კონფერენცია, რომელიც ფსიქოგენური არაეპილეფსიური შეტევების ირგვლივ არსებულ პრობლემატიკას ეძღვნებოდა. სხდომა უნდა შემდგარიყო 29 ოქტომბერს და იმ დღის ღონისძიებას შემდეგი სახელი მიეცა: ‘ფსიქოგენური არაეპილეფსიური შეტევების პრობლემატიკა დედამიწაზე: მოდით მეტი გავიგოთ ამ დავიწყებულ აშლილობაზე და ვნახოთ რითი შეიძლება ჩვენ იგი დავძლიოთ’(“PNES around the world: let’s learn more about this neglected disorder and see how we might help. A joint meeting of the ILAE and the Japan Epilepsy Society).  კონფერენციის ამ დღისათვის ნეიროფსიქიატრიის კომისიის თავჯდომარემ, პროფესორმა კოუსუკე კანემოტომ აიჩის სამედიცინო უნივერსიტეტიდან (აიჩი, ნაგოია, იაპონია) დაპატიჟა ამ საკითხზე მომუშავე სპეციალისტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. აშშ–დან, დიდ ბრიტანეთიდან, იაპონიიდან, კორეიდან, ჩინეთიდან და აფრიკიდან მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად საქართველოდან დაპატიჟეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნევროლოგიისა და ნეიროქირუგიის დეპარტამენტის პროფესორი დავით გიგინეიშვილი. აღნიშნულ დაპატიჟებულ მომხსენებლებს უნდა წარემართად აღნიშნული სიმპოზიუმის მთელი დღე, რისთვისაც მათ მიეცათ 20–30 წუთი მოხსენებისათვის. რადგან დავით გიგინეიშვილი არის აღნიშნულ კომისიასთან არსებული ფსიქოგენური არაეპილეფსიური შეტევების სამუშაო ჯგუფის (PNES Task Force) წევრი, მას დაევალა გაეკეთებინა მოხსენება სამუშაო ჯგუფის მიერ ორგანიზებული პროფესიონალების გამოკითხვის შედეგებზე, რომელიც ქართველ ექიმებს შორის განხორციელდა. რადგან ჩვენ ვიყავით პირველი ქვეყანა, რომელმაც კომისიის სამუშაო ჯგუფს წარუდგინა გამოკითვის დაუმუშავებელი შედეგები, ჩვენვე მოგვეცა უფლება პირველს წარგვედგინა ჩვენში განხორციელებული გამოკითვის შედეგების ანალიზი, მაგრამ კონფერეციამ ცხადია მოიცვა არაეპილეფსიური ფსიქოგენური შეტევების (ფაშ) მრავალი ასპექტი. პირველ რიგში ამერიკელმა მომხსენებელმა (კურტ ლაფრანსმა ) ჩამოაყალიბა ფაშ–ის სავარაუდო, შესაძლებელი და დადასტურებული დიაგნოზის კრიტერიუმები. ამისათვის მან გამოიყენა თანამედრომე სამეცნიერო ლიტერატურაში ასახული მონაცემები, რომელიც ფაში–სა და ეპილეფსიის დიფერენციაციის დასახმარებლად გამოდგებოდა. ამ მონაცემთა ანალიზს წარმოადგენდა მისი მოხსენება, სადაც მნიშვნელოვანი წილი მის ადრეული პიბლიკაციებს ეკავა. "რა არის ფაში და როგორ გამოიყურება მისი ბიოფიქოსოციალური მოდელი?" - ამ საკითხებს შეეხო ინგლისელი მომხსენებელი პროფესორი მარკუს როუბერი. მან სათითაოდ განიხილა ამ პატოლოგიის ფსიქოლოგიური, ბიოლოგიური და სოციალური საწყისები. მისი ჰიპოტესზის დასამტკიცებლად მან მოიყვანა კვლევების შედეგები, რომლებიც აშუქებდნენ ამ ცალკეულ კომპონენტებს. ამ შედეგების საფუძველზე მომხსენებელმა გაამაგრა თვალსაზრისი, რომ ფაში წარმოადგენს განვითარების დარღვევას, რომელიც განიცდის ფსიქოლოგიური (ადრეული უარყოფითი გამოცდილება,  მორგების წარუმატებელი პროფილი, ემოციების დამუშავების პრობლემა, არიდების მანერა, გვიანი უარყოფითი გამოცდილება),  სოციალური (დაახლოებული/დამოკიდებული ურთიერთობა და დისტრესი) და ბიოლოგიური (კომორბიდობა, ტვინის ანატომიური და ფუნქციური დარღვევები) ფაქტორების გავლენას. თავის საბოლოო მოდელში ავტორმა გამოყო ფაქტორები, რომლებიც განაწყობენ, აჩქარებენ და ხანგრძლივად ამყარებენ ფაშს.  შემდეგი მოხსენება წარადგინა მასპინძელმა – იაპონურმა მხარემ. ვიდეო მასალის მეშვეობით კონკრეტული კლინიკური შემთხვევების განხილვა მოეწყო. მათი ამოცანა იყო მაყურებლისათვის ეჩვენებინა, რამდენად განსხვავებულია ფაშ–ის კლინიკური გამოვლენა და მაშასადამე დიაგნოსტიკური სირთულე – მარტივი შემთხვევების გარდა მოსალოდნელია ძნელად გასარკვევი შემთხვევებიც. მოხსენებამ გამოიწვია მწვავე დებატები, მასში ქართულმა მხარემ მიიღო მონაწილეობა და გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ ზოგჯერ მარტივი ოჯახურ ვიდეოსაც კი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს დიაგნოზის დასმის პროცესში, და საპირისპიროდ – ოქროს სტანდარტად აღიარებული ვიდეო–ეეგ მონიტორინგიც კი უძლურია ზოგიერთ შემთხვევებში ზუსტად განასხვავოს ეპილეფსიური და არაეპილეფსიური სეტევები. ამიტომაც რაიმე პოსტულირება საჭიროებს გამონაკლისების ხსენებასაც.

შოტლანდიელმა რონ დანკამმა ლაკონური და შთამბეჭდავი მოხსენება გააკეთა ფაშ–ის ეპიდემიოლოგიის ირგვლივ. არც თუ ბევრი კვლევა მოხვდა მისი ყურადღების ქვეშ – იქიდან პოპულაციური სულ ცოტა. ამიტომაც შედეგებიც იყო ოდნავ განსხვავებული – მაგრამ უთუოდ ეპილეფსიის ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელზე დაბალი. შემდეგ იაპონურმა მხარემ მთელი კასკადი მოხსენებების მტელი კასკადი წარადგინა. საინტერესო აღმოჩნდა მკურნალობის  ის მიდგომა, როდესაც გარე სოციალურ ფაქტორების ცვლილებით ვიღებდით პიროვნების მდგომარეობის გაუმჯობესებას და მაშასადამე ფაშ–ის კონტროლს ან კიდევაც კუპირებას. აქ იაპონელებმა საკუთარი კლინიკური მასალის ანალიზი წარადგინეს. ასევე იშვიათი მასალა წარადგინეს ფას–ზე პაციენტებში ინტელექტულაური დაქვეითებით აიჩის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა.

ძალზე საინტერესო აღმოჩნდა კორეელი სპეციალისტის სუნგ პა პარკის მოხსენება, რომელმაც სრული ლიტერალურული განხილვა მოაწყო, სადაც ყურადღების ჩვეშ მოექცა ფსიქიატრიული დიაგნოზები და კომორბიდობა პაციენტებში ფაში–ით. მოხსენება ინფორმაციულად ძალზედ დატვირთული იყო და ბრწყინვალედ ასახავდე თანამედროვე შედგებს ფას–ის ამ საკითხში.

შესვენების შემდეგ სიტყვა უკვე დაეთმო მომხსენებლებს, რომლებიც მათ ქვეყანაში არსებულ პრობლემებს ფაში–ის მქონე პაციენტებზე ამახვილებდნენ ყურადღებას. შთამბეჭდავი იყო ჩინეთის წარმომადგენლის მოხსენება (დონგ ძოუ), რომელმაც თავის ქვეყანაში არსებული ტექნიკური მიღწევები და სამედიცინო მომსახურების ამჟამინდელი დონე წარმოადგინა. საწინარმდეგო აღმოჩნდა მდგომარეობა ზამბიაში. ექიმმა რავი პოლმა გაამახვილა ყურადღება პროფესიული კადრების ნაკლებობაზე, მათ გადინებაზე უცხოეთში, იმავდროულად ტექნიკური საშუალებების ნაკლებობაზე. მეორეს მხრივ ახალგაზრდა ფსიქოლოგების დამსახურებით დაინერგა კოგნიტურ–ქცევითი თერაპია, მაგრამ მომსახურება ფასიანი და ხშირად მიუწვდომელია სამედიცინო რგოლების გახლეჩვის გამო. შემდგომი მოხსენება უკვე ჩვენ გვერგო.  მოხსენება ასახავდა 41 ექიმის გამოკითხვის შედეგებს, რომელიც მიზნად ისახავდა გაგვერკვია ექიმების ინფორმირება და  სამედიცინო ქსელისა და სტანდარტების სხვა საკითხები, რომელიც აისახა კითხვარში და რაც პაციენტს ფაშ–ის მიმართ ეხება. შედეგებმა აჩვენა რამდენიმე საინტერესო ტენდენცია. პირველი არის ის, რომ ცოდნისა და ტექნიკური აღჭურვილობის შეიარაღების მიუხედავად არამედიკამენტური თერაპია არ არის ფეხმოკიდებული საქართველოში. ასევე პაციენტებს ფაშით, როგორც ზოგადად პაროქსიზმების მქონე პაციენტების სადაზღვეო პოლისი არ შეიცავს რაიმე მნიშვნელოვან თანაგადახდას, რაც ჩვენის აზრით ამ დარგის განვითარებას აბრკოლებს და აქვეითებს სამედიცინო სერვისის ხარისხს, ამ ტიპის პაციენტების მიმართ. აღნიშნული პრობლემები ნათლად მიუთითებს ჯანდაცვის სისტემის შემდგომ ნაბიჯებისა და ძალისხმევის ვექტორზე.  მოხსენებამ გამოიწვია კითხვები: ნაწილი ეხებოდა ფსიქოლოგიური სამსახურის განცალკევებას კლინიკებისაგან, მეორე – საყოელთაო დაზღვევის იმ მინიმალური პაკეტის არსებობაზე, რომელიც ეხება პაციენტებს განმეორებითი შეტევებით.

ბოლო გამომსვლელმა დიდი ბრიტანეთიდან მაიკლ კერმა სცადა მედიცინის მომავალი  მიმართულებანი, კერძოდ ინდივიდზე ორიენტირებული სამ.დახმარება და ბიოლოგიური ინფორმაცია მოარგოს პაციენტებს ფაშით. ამ მიმართულებით მომხსენებელმა პარალელი გაავლო ეპილეფსიის ზოგიერთ სინდრომისათვის გამოვლენილ ბიომარკერებს. მეორეს მხრივ მან აღნიშნა თუ რომელი სამედიცინო რგოლი იქნება პასუხისმგებელი პაციენტებზე ფაშით. და ამასთან დაკავშირებით დასვა საკითხი თუ სად არის  ფსიქიკური ჯანმრთელობის წარმომადგენლის როლი. ასევე მან ისურვა მოიმატოს პაციენტის იმფორმირებულობა მისთვის განკუთვნილი ლიტერალურტის არსებობისა და ამ წყაროების მისაწვდომობის ხარჯზე.