შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ღია კარის დღე - თანადროული შესაძლებლობების ფანჯარა

2019 წლის 14 ივნისს, გაიმართა სსიპ ქალაქ თბილისის #82 საჯარო სკოლის ღია კარის დღე - თანადროული შესაძლებლობების ფანჯარა. ღია კარის დღის მიზანია, სკოლის საქმიანობის საზოგადოებისთვის გაცნობა, პროფესიული დიალოგის გაძლიერება. ღონისძიებას ესწრებოდა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის  წარმომადგენელი. ღია კარის დღეზე წარმოდგენილი იყო სკოლის ფარგლებში განხორციელებული სხვადასხვა აქტივობები და პროექტები. სკოლის ერთერთი პრიორიტეტია STEM განათლება.

2019 წლის ფონდის საგრანტო კონკურსის „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ გამარჯვებულია სსიპ ქალაქ თბილისის #82 საჯარო სკოლის მასწავლებლის ნინელი ბეჟუაშვილის მიერ წარგდენილი პროექტი „თაფლის კვლევა სკოლის ლაბორატორიაში მარტივი ექსპერიმენტების გამოყენებით“.

ასევე, ბოლო წლებში სსიპ ქალაქ თბილისის #82 საჯარო სკოლის მოსწავლეებს აქვთ მიღებული მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა „ლეონარდო და ვინჩი“ კონკურსში, სადაც წარმოდგენილი ჰქონდათ საკუთარი გამოგონება: “შავი ყუთი“ (სეიფის ნარსახეობა), "ზარმაცი მორიგე", "წყლის წრებრუნვა", "მაგნიტური ბზრიალა".