შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

,,საქართველოში ინოვაციური მეთოდების შემუშავება ორგანულ მევენახეობაში“

2018 წლის 30 ნოემბერს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო -კვლევითი ცენტრის საკონფერენციო დარბაზში, ჩატარდა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ  გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის 2016 წლის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის ,,საქართველოში ინოვაციური მეთოდების შემუშავება ორგანულ მევენახეობაში“ შედეგების პრეზენტაცია. პროექტის ხელმძღვანელი გახლავთ მაია მირველაშვილი.

პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევების საფუძველზე (აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ვერტიკალურ ზონებში ვაზის, ნიადაგის, კლიმატისა და აგროტექნიკის უთიერთქმედების შესწავლა). საქართველოში პირველად მეცნიერულად დამუშავდა ბიოყურძნის წარმოების სქემა, რომელიც მაქსიმალურად მორგებულია ადგილობრივ პირობებსა და ჯიშებს; შეიქმნა მოდელი  ბიომევენახეობის მდგრადი განვითარების და ერთ-ერთი ეროვნული პრიორიტეტის - ვაზის ბიომრავალფეროვნების დაცვისთვის.

ორგანული მევენახეობის განვითარების ერთერთი უმნიშვნელოვანესი შედეგია ბიომეურნეობებში და მიმდებარე ტერიტორიებზე ბუნებრივი წონასწორობის აღდგენა. საცდელ ვენახებში ჩატარებული ექსპერიმენტული ბიოღონისძიებების საფუძველზე  (ჩვენს მიერ ორგანული ქიმიის ინსტიტუტთან ერთად შექმნილმა პრეპარატმა ,,ბენტონიტმა’’ დიდი გამოხმაურება ჰპოვა სამეცნიერო წრეებში, რომლის გამოყენებაც საშუალებას იძლევა შემცირდეს გოგირდის გამოყენების ჯერადობა და რაოდენობა), გამრავლდა ენტომოფაგები და სასარგებლო მწერები, მოხდა ნიადაგის მიკროფლორის აღდგენა და გამდიდრება, რამაც გააძლიერა ვაზის გამძლეობა და შედეგად გაუმჯობესდა ყურძნის ხარისხი, გემოვნური მაჩვენებლები, გაიზარდა პროდუქციის შენახვის ხანგრძლივობა.  

მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით ფერმერებისათვის შეიქმნა სადემონსტრაციო ნაკვეთი, გამოიცა და გავრცელდა სამი სარეკომენდაციო  ბროშურა, დაიბეჭდა ორი მონოგრაფია მათ შორის ,,ბიომევენახეობა,’’ რეფერირებულ ჯურნალებში გადაცემულია 7 სტატია, ჩატარდა სამუშაო შეხვედრები და სემინარები,  მონაწილეობა მივიღეთ ტელე-რადიო გადაცემებში, რითაც მაქსიმალური პოპულარიზაცია გავუწიეთ ორგანული მევენახეობის განვითარებას საქართველოში.