შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

„აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ირანელი და ფრანგი ავტორები მე-19 საუკუნის საქართველოს შესახებ“

2018 წლის 18 ივნისს, გაიმართა პროექტის  „აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ირანელი და ფრანგი ავტორები მე-19 საუკუნის საქართველოს შესახებ“ საბოლოო შედეგების პრეზენტაცია, რომელიც დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქაქრთველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსის ფარგლებში . პროექტის მონაწილეებმა ისაუბრეს განხორციელებული კვლევების შესახებ. აღინიშნა, რომ სულ ითარგმნა 35 ფრანგი და 63 ირანელი ავტორის თხზულება, რომელთაც თან დაერთოთ სათანადო კომენტარები. თარგმანები განთავსდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის სექციაშია.

პროექტის მონაწილეებმა ვრცლად ისაუბრეს პროექტით გათვალისწინებული სამეცნიერო სტატიების კრებულის „აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ირანელი და ფრანგი ავტორები მე-19 საუკუნის საქართველოს შესახებ“ თაობაზე, ასევე იმ პუბლიკაციების შესახებ, რომლებიც გამოქვეყნდა პროექტის მიმდინარეობის პერიოდში და რომლებიც უშუალოდ ეხება პროქეტის საკვლევ თემას, კერძოდ: „საქართველო ყაჯართა პერიოდის სპარსულ წყაროებში (სამოგზაურო და მემუარული ლიტერატურა).“ კრებული შეადგინა, ტექსტები სპასრულიდან თარგმნა, შესავალი წერილი და კომენტარები დაურთო მარინა ალექსიძემ. რედაქტორი გრიგოლ ბერაძე. თბ., არტანუჯი, 2016. მარინა ალექსიძე, გრიგოლ ბერაძე, ირინა კოშორიძე. „არფა‘ ად-დოულე და საქართველო.“ თბილისი, არტანუჯი, 2017. იგივე წიგნი ინგლისურ და სპარსულ ენებზე („Arfa‘ ad-Dowle and Georgia“). ირინე ნაჭყებია. „ნაპოლეონის დიპლომატიური მისიები ირანში და საქართველოს საკითხი“ (რედაქტორი: გრიგოლ ბერაძე), თბ.: წიგნობარი, 2018. გიორგი სანიკიძემ გამოქვეყნა „შარდენის მოგზაურობის“ ახალი, შევსებული და გადამუშავებული თარგმანი გამოკვლევითა და კომენტარებით. თბ., ილიას უნივერსიტეტის გამომც., 2018 (მიუხედავად იმისა, რომ შარდენის მოგზაურობა პროექტის ეპოქა არ განეკუთვნება, ის მე-19 საუკუნის ფრანგი ავტორებისთვის საქართველოს შესახებ მთავარ წყაროს წარმოადგენდა და შესაბამისად, პროექტის თემატიკასთან უშუალო კავშირშია).