შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

„საქართველოს ნიადაგების წითელი წიგნის შექმნა და გამოცემა"

2018 წლის 30 ნოემბერს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტის მუზეუმში გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული გრანტის „გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი“-ის გამარჯვებული პროექტის (ხელშეკრულება №AR 216726) „საქართველოს ნიადაგების წითელი წიგნის შექმნა და გამოცემა“ საბოლოო შედეგების საჯარო პრეზენტაცია.

პროექტის სამეცნიიეროო ხელმძღვანელმა თამარ ქვრივიშვილმა და ძირითადმა შემსრულებელმა თენგიზ ურუშაძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნეს განხორციელებული კვლევები და მიღებული შედეგები.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა საქართველოს ნიადაგების ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) წითელი წიგნი, სადაც განხილულია ნიადაგების მემორიალურ, იშვიათ და ეტალონურ ჯგუფებში გაერთიანების პრინციპები; მოცემულია ინფორმაცია ნიადაგწარმომქმნელი ფაქტორების, მორფოლოგიური ნიშნების, ძირითადი თვისებების მაჩვენებლებისა ნიადაგების წითელი ნუსხის შესახებ. ტექსტუალურ ნაწილს დართული აქვს ლანდშაფტებისა და ნიადაგების პროფილების ფერადი სურათები, ანალიზის მონაცემები წარმოდგენილია ცხრილებში. ნიადაგების წითელი წიგნის შექმნა ხელს უწყობს ნიადაგის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ღირებული და ფაქტიურად, არაგანახლებადი რესურსის დაცვას. წიგნში წარმოდგენილი მასალების გამოყენება შესაძლებელია ნიადაგების დაცვის სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიზნით.

საქართველოს ნიადაგების წითელი წიგნი განკუთვნილია როგორც სპეციალისტებისთვის, აგრეთვე მკითხველთა ფართო წრისათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოს ნიადაგების მნიშვნელობით, მათი დეგრადაციისა და დაცვის საკითხებით.

საგრანტო პროექტის ფარგლებში მიღებული შედეგები მოხსენებულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, ნიადაგმცოდნეობის რესპუბლიკურ კონფერენციებზე და ნიადაგმცოდნეობის 21-ე მსოფლიო კონგრესზე ბრაზილიაში სადაც წარდგენილი იქნა პოსტერი. პროექტის ფარგლებში შეიქმნა და გამოქვეყნდა ორი სამეცნიერო სტატია რეცენზირებად ჟურნალში.