შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

,,ჯრუჭის მონასტრის ისტორიის ფუნდამენტური კვლევა და მისი საგანძურის სამეცნიერო კატალოგიზაცია“.

1991 წელს ჯრუჭის მონასტერი მიწისძვრამ ერთიანად დაანგრია. სტიქიური უბედურების საშინელ შედეგებს ისიც ამძაფრებდა, რომ დიდი ისტორიის მქონე  სავანე კომპლექსური სამეცნიერო კვლევის ობიექტი არასოდეს გამხდარა და არ არსებობდა მისი საგანძურის  ერთიანი კატალოგი. ამ პრობლემის გადაჭრას ემსახურებოდა შოთა რუსთაველის საქართველო ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული ქუთაისის ნ. ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის პროექტი ,,ჯრუჭის მონასტრის ისტორიის ფუნდამენტური კვლევა და მისი საგანძურის სამეცნიერო კატალოგიზაცია“.

2018 წლის 13 ნოემბერს, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზუმის დიდ საგამოფენო დარბაზში ჩატარდა პროექტის საბოლოო შედეგების პრეზენტაცია. ამ ღონისძიებაზე ნათელად გამოიკვეთა, რომ კვლევების პროცესში მოძიებული იქნა უცნობი მასალები. მოხდა მათი  შესწავლა-ანალიზი და სისტემატიზაცია უკვე გამოკვლეულ საკითხებთან ერთად და მომზადდა გამოსაცემად გამზადებული, ორი ნაწილისაგან შემდგარი სოლიდური მონოგრაფია: ,,ჯრუჭის მონასტრის ისტორია და მისი საგანძური“. ჯრუჭის მონასტრის ისტორიის ფუნდამეტაურად კვლევისა და მისი საგანძურის სამეცნიერო კატალოგიზაციიის პროცესს თან ახლდა მეცნიერული სიახლეები, რომლებიც ფრიად   აქტუალურია  ეროვნული მეცნიერების განვითარებისა და  ქართული კულტურის პოპულარიზაციის თვალსაზრისით. წყაროებზე დაყრდნობით გამოკველული იქნა: ჯრუჭის მონასტრიის დაარსების თარიღი და მფლობელთა ვინაობა; სამონასტრო კომლექსის არქიტექტურულ ნაგებობათა ისტორია; დადგინდა მიწთმფლობელობის გეოგრაფული არეალი და, პირველად ქართულ ისტორიოგრაფიაში, შეიქმნა ჯრუჭის მონასტრის მამულების რუკა; გაშუქდა მონასტრის სოციალურ–ეკონომიკური ისტორია; შედგენილია წინამძღვართა მოღვაწეობის სრული ქრონოლოგიური სია და ნაშრომში მოცემულია თითქმის ყველა მათგანის ბიოგრაფია; ადრე გამოქვეყნებული მასალებისა და პროექტით დაფინანსებული სამეცნიერო ექსპედიიცის საფუძველზე შესწავლილია ნეკროპოლი, გამოკვლეულია ტაძარსა და მის ეზოში დაკრაძალული პირების ვინაობა, რომელთა რიცხვი თითქმის ერთი ათეულით აჭარბებს სპეციალურ ლიტერატურაში მანამდე ცნობილ სიებს. მონასტრის წინამძღვართა მიერ შედგენილი დოკუმენტებისა და სხვა საარქივო მასალების საფუძველზე გაშუქდა ჯრუჭის მონასტრის ნივთ-სამკაულისა და წიგნსაცავის ისტორია. 

პროექტის ძირითადი შემადგენლობა (დ. სულაბერიძე, მ.ქებულაძე, ც, მუმლაძე, კ. ქებულაძე, ც. მუმლაძე, ნ. სარავა, ე. ჩუბინიძე, მ. საჩკოვი) იყო ინტერდისციპლინური. ორ–ორი ისტორიკოსის, ფილოლოგის, ხელვოვნებათმცოდნისა და ერთი ქიმიკოსის კორდინირებული მუშაობით შედგა ჯრუჭის მონასტრის საგანძურის ფერადად ილუსტრირებული სამეცნიერო კატალოგი, რომელშიც შესულია როგორც უკვე გამოქვეყნებული, ასევე ბოლო სამი წლის განმავლობაში გამოვლენილი, იდენტიფიცირებული, ახლებურად წაკითხული და დათარიღებული მასალები. კატოლოგზე მუშაობის პროცესში მხატვრულად დამუშავდა 500–ზე მეტი ფოტოსურათი და შეიქმნა ჯრუჭის მონასტრის სიძველეების მეცნიერულად ანოტირებული ელექტრონული ბაზა.

გამოსაცემად გამზადებული მონოგრაფია ორენოვანია და მხოლოდ ქართველი მკითხველისათვის არ არის განკუთვნილი. დედანთან მაქსიმალურად მიახლოებული ინგლისური ტექსტი გარკვეულ როლს შეასრულებს ჯრუჭის მონასტრის, საერთოდ, საქართველოს ეკლესიის ისტორიისა და სულიერი კულტურის პოპულარიზაციის საქმეში. ამ კუთხით თავის განსაკუთრებულ სიტყვას იტყვის ქართულ და ინლგისურ ენებზე ინტერნეტ სივრცეში წარმოდგენილი მუდმივად განახლებადი ვებ გვერდი: http://jruchi.ge/.

პრეზენტაციამ ნათელყო, რომ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის საფუძველზე ჩატარებული სამუშაოების საბოლოო შედეგები, ფაქტობრივად, მონასტრის არქიტექტურულად აღდგენამდე აღმართული ძეგლია; ჯრუჭის მონასტრის სამარადისო ისტორიულ სიცოცხლეს ამიერიდან ვეღარავინ და ვეღარაფერი დაანგრევს; სულიერებისა და კულტურის ეს კერა იყო და სამუდამოდ  იქნება განსაკუთრებული მნიშვნელობის სავანე თავისი დიდებული ისტორიით, წმინდა რელიკვიებით, მსოფლიო მნიშვნელობის წიგნსაცავითა და ხელოვნების ნიმუშებით.