შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ნიადაგმცოდნეობის 21-ე მსოფლიო კონგრესი

2018 წლის 16 აგვისტოს, ბრაზილიაში, ქ. რიო-დე-ჟანეიროში  ნიადაგმცოდნეობის 21-ე მსოფლიო კონგრესზე, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი, მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი თენგიზ (გიზო) ურუშაძე არჩეულ იქნა მსოფლიო ნიადაგმცოდნეობის საერთაშორისო საზოგადოების საპატიო წევრად, რაც უპრეცენდენტო შემთხვევაა საქართველოს ნიადაგმცოდნეობის ისტორიაში. 

კონგრესს ესწრებოდა მსოფლიოს 145 ქვეყნის 7 500 დელეგატი. ეს პატივი 1924 წლიდან დღემდე წილად ხვდა სულ 92 ცნობილ მეცნიერს. 

ბატონ თენგიზ ურუშაძის კონგრესში მონაწილეობა, განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამოყენებითი კვლევების საგრანტო კონკურსში დაფინანსებული  პროექტის  „საქართველოს ნიადაგების წითელი წიგნის შექმნა და  გამოცემა“  ფარგლებში. კონგრესზე წარდგენილი იქნა აღნიშნულ პროექტში მიმდინარე სამეცნიერო კვლევის შედეგები.