შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საერთაშორისო კონფერენცია „ქართველთა კულტურული კვალი გერმანიაში“

2018 წლის 4 ოქტომბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიხსნა ქართულ-გერმანული ურთიერთობების 200 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია: „ქართველთა კულტურული კვალი გერმანიაში“. პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. კონფერენციის თანაორგანიზატორია რეგენსბურგის აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპის კვლევების ინსტიტუტი, ხოლო პროექტის ხელმძღვანელი გახლავთ – პროფ. ნ. დობორჯგინიძე.

კონფერენციის მიზანია, შეაჯამოს და ქართველ და უცხოელ მეცნიერებს განსახილველად წარუდგინოს 2015-2018 წლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებული ამავე სახელწოდების კვლევითი პროექტის შედეგები.