შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი "მიწათსარგებლობა და ურბანული დაგეგმარების პრაქტიკები ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნების ქალაქებში"

1 და 2 მარტს, ივანე ჯავახიშვილის თბილისის  სახელმწიფო უნივერისტეტში, გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული საერთაშორისო ფორუმი "მიწათსარგებლობა და ურბანული დაგეგმარების პრაქტიკები ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნების ქალაქებში".

ღონისძიების ორგანიზატრები არიან  ივანე ჯავახიშვილის თბილისის  სახელმწიფო უნივერისტეტი და სითი ინსტიტუტი საქართველო. ღონისძიება მიზნად ისახავდა ქალაქებში ცხოვრების დონის ამაღლების ხელშესაწყობად აკადემიური წრეების, პრაქტიკოსი ურბანისტებისა და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისათვის სადისკუსიო პლატფორმის შექმნას. 

ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ, როგორც ჩვენი ქვეყნის წამყვანი არქიტექტორები, ურბანისტები, ეკოლოგები, ეკონომისტები,  ისე მოწვეული სპეციალისტები ნორვეგიიდან, პორტუგალიიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან. განხილულ იქნა მიმდინარე ქალაქგეგმარებითი პრაქტიკები,  ინტეგრირებული მიდგომები ურბანული დაგეგმარებისათვის და  ურბანული განახლების სტრატეგიები.