შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს გერმანიის იულიხის კვლევით ცენტრთან (Forschungszentrum Jülich) “ერთობლივ კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამას მაგისტრანტებისთვის“ (2015-2016 წწ.)

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი კვლევითი-საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია შესაძლებლობა მისცეს ქართველ მაგისტრანტებს შეასრულონ მათ სამაგისტრო ნაშრომთან დაკავშირებული კვლევები, როგორც ფუნდამენტური, ასევე გამოყენებითი მიმართულებით, მსოფლიოში ცნობილი JÜLICH-ის კვლევითი ცენტრის ბაზაზე. ამასთან, პროგრამამ ხელი უნდა შეუწყოს გერმანულ მხარეს, მიიზიდოს საქართველოს უნივერსიტეტებიდან საუკეთესო სტუდენტები და ჩართოს ისინი, სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში, მიმდინარე სამეცნიერო საქმიანობაში.

იულიხის ცენტრისა და ფონდის მიერ 2015-2016 სასწავლო წელს დაფინანსდება 3 მაგისტრანტი, რომელთაც საშუალება ექნებათ გაიარონ გრძელვადიანი სტაჟირება იულიხის კვლევით ცენტრში, განახორციელონ სამაგისტრო კვლევა და ითანამშრომლონ JÜLICH-ის ცენტრის კვლევით დაწესებულებებთან შემდეგ სფეროებში:

1) მათემატიკური მეცნიერებები;

2) საინფორმაციო ტექნოლოგიები;

3) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;

4) საინჟინრო მეცნიერებები;

5) სიცოცხლის შემსწავლელი და სამედიცინო მეცნიერებები.

პროგრამაში მონაწილეობა და განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ ფონდსა და ცენტრს შორის გაფორმებული 2015 წლის 16 ივნისის შეთანხმებით განსაზღვრული საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმის (ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან) მხრიდან, იულიხის ცენტრთან ურთიერთშეთანხმებით წარდგენილ მაგისტრანტებს.

მაგისტრანტისათვის გრანტით დაფინანსებული სტაჟირების ხანგრძლივობა უნდა შეესაბამებოდეს მისი (ქართული) უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის კურიკულუმს. ამასთან, იულიხის ცენტრში კვლევითი სტაჟირების დრო არ უნდა იყოს წელიწადში 8 თვეზე ან/და სემესტრში 4 თვეზე ნაკლები.

ფონდისა და ცენტრის მიერ მაგისტრანტთა ერთობლივი დაფინანსება მოიცავს:

ა) მიზნობრივ საგრანტო დაფინანსებას მაგისტრანტებისთვის; დაფინანსება ჯამში შეადგენს ყოველთვიურ თანხას 900 ევროს და ფარავს ყოველდღიურ საცხოვრებელ ხარჯებს, ჯანმრთელობის, უბედური შემთხვევებისა და პერსონალური პასუხისმგებლობის დაზღვევას;

ბ) მაგისტრანტების სამოგზაურო გრანტებს:

ბ.1) ევროკავშირის ფარგლებში წელიწადში ერთ მოგზაურობას სამაგისტრო თემასთან მჭიდროდ დაკავშირებულ სამეცნიერო ღონისძიებაზე/აქტივობაზე დასასწრებად;

ბ.2) წელიწადში მაქსიმუმ ორ ორმხრივ მგზავრობას საქართველოსა და გერმანიას შორის (ეკონომკლასის ბილეთით);

ქართულ და ინგლისურ ენებზე მომზადებული საპროექტო განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა უნდა მოხდეს ა.წ. 17 აგვისტოს 17:00 სთ-ის ჩათვლით:

  1. შევსებული დანართებისა 1, 2, 3, 4, 5 და ყველა დანაჩენი მოთხოვნილი PDF ფორმატში დასკანირებული დოკუმენტის ელექტრონულად ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ananiashvili@rustaveli.org.ge გაგზავნით;
  2. ფონდის კანცელარიაში ელექტრონულად გამოგზავნილი ყველა დოკუმენტის ამობეჭდილი სახით ჩაბარებით. ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი წარდგენილი უნდა იყოს გრანტის მაძიებლის მიერ შევსებული და ხელმოწერილი განცხადებით (იხ. დანართი 6).

ინგლისური (ან გერმანული) ენის ცოდნის დამადატურებელი სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა იყოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ცნობა (მაგ. შესაბამისი უცხო ენის გამოცდის ჩაბარების შესახებ). 

პროგრამაში მონაწილეობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულებში:

 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ პროგრამის საკონტაქტო პირებს:

იულიხის ცენტრში - საბინე დუსს (Sabine Dues)

Manager International Affairs

Office of the Board of Directors and International Affairs

Forschungszentrum Jülich GmbH

D-52425 Jülich, Germany

s.dues@fz-juelich.de;

 

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში - ხატია ანანიაშვილს

+995 322 200 220 (4133);

ananiashvili@rustaveli.org.ge