შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს გერმანიის იულიხის კვლევით ცენტრთან (Forschungszentrum Jülich) “დოქტორანტებისთვის ერთობლივ კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამას“

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი კვლევითი-საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია შესაძლებლობა მისცეს ქართველ დოქტორანტებს შეასრულონ მათ სადოქტორო ნაშრომთან დაკავშირებული კვლევები, როგორც ფუნდამენტური, ასევე გამოყენებითი მიმართულებით, მსოფლიოში ცნობილ იულიხის კვლევითი ცენტრის ბაზაზე. ამასთან, პროგრამამ ხელი უნდა შეუწყოს გერმანულ მხარეს, მიიზიდოს საქართველოს უნივერსიტეტებიდან საუკეთესო სტუდენტები და ჩართოს ისინი სადოქტორო პროგრამების ფარგლებში მიმდინარე სამეცნიერო საქმიანობაში.

იულიხის ცენტრისა და ფონდის მიერ დაფინანსდება არაუმეტეს 3 დოქტორანტისა, რომლებსაც საშუალება ექნებათ ცენტრში სტაჟირების ფარგლებში განახორციელონ სადოქტორო ნაშრომების მომზადებასთან დაკავშირებული კვლევები და ასევე, ითანამშრომლონ იულიხისა და გერმანიის სხვა სამეცნიერო ცენტრების თუ უნივერსიტეტების მეცნიერებთან შემდეგ შეთანხმებულ სფეროებში:

1) მათემატიკური მეცნიერებები;

2) საინფორმაციო ტექნოლოგიები;

3) საბუნების-მეტყველო მეცნიერებები;

4) საინჟინრო მეცნიერებები;

5) სიცოცხლის შემსწავლელი და სამედიცინო მეცნიერებები.

პროგრამაში მონაწილეობა და განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ ფონდსა და ცენტრს შორის გაფორმებული 2015 წლის 16 ივნისის შეთანხმებით განსაზღვრული საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმის (ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) ერთ-ერთი წევრის ან საქართველოს სხვა უნივერსიტეტის მხრიდან იულიხის ცენტრთან ურთიერთშეთანხმებით წარდგენილ დოქტორანტებს. საგრანტო დაფინანსების მაძიებელი დოქტორანტი უნდა იყოს 30 წლამდე ასაკის (პროგრამის გამოცხადების დღისთვის).

ქართულ და ინგლისურ ენებზე მომზადებული საპროექტო განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა უნდა მოხდეს შემდეგნაირად:

  1. შევსებული და PDF ფორმატში გადაყვანილი დანართების 1, 2, 3, 4, 5 და სხვა მოთხოვნილი დასკანირებული დოკუმენტების (PDF ფორმატში) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: juelichphd@rustaveli.org.ge გაგზავნა ა.წ. 26 ოქტომბრის17:00 სთ-მდე;
  2. ფონდის კანცელარიაში ელექტრონულად გამოგზავნილი ყველა დოკუმენტისა და ხელმოწერილი განცხადების (იხ. დანართი 6) ამობეჭდილი სახით ჩაბარება ა.წ. 27 ოქტომბრის17:00 სთ-მდე.

პროგრამაში მონაწილეობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულებში:

ჯგუფური კონსუტაციები გაიმართება 2015 წლის 15 და 20 ოქტომბერს 16:00 სთ-ზე ფონდის საკონფერენციო დარბაზში.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ პროგრამის საკონტაქტო პირებს:

იულიხის ცენტრში - საბინე დუსს (Sabine Dues)

Manager International Affairs

Office of the Board of Directors and International Affairs

Forschungszentrum Jülich GmbH

D-52425 Jülich, Germany

s.dues@fz-juelich.de;

 

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში - ხატია ანანიაშვილს

+995 322 200 220 (4133);

juelichphd@rustaveli.org.ge