შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

 ევროპული კვლევების საბჭო (ERC) დაარსდა 2007 წელს, როგორც კვლევის დამფინანსებელი პირველი პანევროპული ორგანიზაცია. ERC არის ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020”-ის ერთ-ერთი კომპონენტი და საგრანტო თანხებს მიმართავს მეცნიერების პერსპექტიული დარგების განვითარებისაკენ.

ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მისიაა, კონკურენტული დაფინანსების გზით, ხელი შეუწყოს უმაღლესი ხარისხის კვლევის განხორციელებას ყველა სამეცნიერო მიმართულებით.  დაფინანსების  მიღება შესაძლებელია ღია კონკურენციის პირობებში. ERC  საგრანტო კონკურსებში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც დამოუკიდებელი კარიერსი საწყის ეტაპზე მყოფ მკვლევარებს, ასევე დიდი გამოცდილების მქონე, დამკვიდრებულ მეცნიერებს. კონკურსის ძირითადი პირობა არის კვლევის მაღალი ხარისხი, მოწინავე, ინოვაციური სამეცნიერო კვლევა. პრიორიტეტი ენიჭება ინტერდისციპლინურ მიდგომებს და განხორციელებად, შემოქმედებით, ნოვატორულ იდეებს.

ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) საგრანტო კონკურსების სქემა შემდეგია:

  • ERC Starting Grants– გრანტები დამწყები მკვლევარებისათვის

გრანტის ოდენობა: 1,5 მილიონი ევრო 5 წლის განმავლობაში

მოთხოვნა: 2-7 წლიანი სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილება

გრანტის ოდენობა: 2 მილიონი ევრო 5 წლის განმავლობაში

მოთხოვნა: 7 – 12 წლიანი სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილება

  • ERC Advanced Grantsგრანტები დამკვიდრებულ მეცნიერთათვის

გრანტის ოდენობა: 2,5 მილიონი ევრო 5 წლის განმავლობაში

მოთხოვნა:  10 წლიანი გამორჩეული სამეცნიერო გამოცდილება

  • ERC Proof of Concept - გრანტები კვლევის კონცეფციის დასამტკიცებლად

დაფინანსების სქემა იმ მკვლევარებისათვის, ვისაც უკვე მინიჭებული აქვს ევროპული კვლევების საბჭოს გრანტი. კონკურსის მიზანია ამ მკვლევართა ნაშრომში ინოვაციის პოტენციალის ძიება, შედეგების კომერციალიზაცია.

  • Synergy Grantsგრანტი 2-4 სამეცნიერო ხელმძღვანელის ჯგუფისათვის (PI, cPI ) ერთობლივი კვლევის განსახორციელებლად.

გრანტის ოდენობა:  10 მილიონი ევრო 6 წლის განმავლობაში

მოთხოვნა: 10  წლიანი კვლევითი გამოცდილება

დეტალური ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ იხილოთ ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) ვებგვერდი და სამუშაო პროგრამა 2018-2020.

ასევე, საინტერესო ინფორმაცია ERC შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ ბმულების მეშვეობით:

- ნაბიჯ-ნაბიჯ ERC გრანტებისაკენ;

- როგორ მოვიპოვოთ დაფინანსება ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) საგრანტო კონკურსების ფარგლებში;

- როგორ მოვიპოვოთ დაფინანსება ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) საგრანტო კონკურსების ფარგლებში.  

- იხილეთ ბროშურა ევროპული კვლევების საბჭოს შესახებ