შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) ინიციატივა - კომიქსები

ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) გრანტის მიმღებთათვის მიმდინარეობს ახალი პროექტი: ERCcomics

ERCcOMICS არის კრეატიული და ამბიციური ინიციატივა, რომელიც ვიზუალური ხერხების გამოყენებით, კერძოდ კომიქსების საშუალებით, წარმოაჩენს ERC მიერ დაფინანსებული პროექტების მნიშვნელობასა და  მიღწევებს.

პროექტი 4 წლიანია და განხორციელდება  ERC-ის გრანტის მიმღებ ERCcOMICS-სა და მონაწილე მხატვარს შორის. თემის გათვალისწინებით, ვებ-კომიქსი უნდა იყოს მხატვრული ან დოკუმენტური ჟანრის.

ვებ-კომიქსები ითარგმნება რამდენიმე  ევროპულ ენაზე და ფართოდ გავრცელდება სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) გრანტის მიმღებმა პირებმა, 2016 წლის 30 აპრილამდე შემდეგი მონაცემები უნდა წარადგინონ ელ-ფოსტაზე: info@erccomics.com