შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

“ცენტრალური აზიის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი მეცნიერების და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში” (IncoNet CA/SC)

2010-2013 წწ. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მონაწილეობდა  ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მე-7 ჩარჩო პროგრამის (FP7) მიერ დაფინანსებულ პროექტში “ცენტრალური აზიის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი მეცნიერების და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში” (IncoNet CA/SC)

პროექტი მიზნად ისახავდა სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნების მეცნიერთა კოოპერაციის გაღრმავებას ევროკავშირის ქვეყნებთან და მეცნიერების პოლიტიკის ჰარმონიზაციას, ერთობლივი კვლევების ხელშეწყობას, (პირველ რიგში FP7-ის ფარგლებში) ინფორმაციის ოპერატიულ გაცვლას და სხვა.

პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებული იყო რეგიონის ქვეყნების (მათ შორის საქართველოს) დახმარება მეცნიერებისა და ტექნოლოგიური განვითარების სტრატეგიული საკითხების განსაზღვრაში, საინოვაციო საქმიანობის წახალისების გზების  შემუშავებასა და მეცნიერებასა და ბიზნესს შორის კავშირების გაძლიერებაში.

პროექტის განხორციელებისათვის ევროკომისიის მიერ გამოყოფილი იყო 1,6 მლნ ევრო, მათგან შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისთვის გრანტის სახით გათვალისწინებულმა თანხამ შეადგინა 47 000 ევრო.

ვებ-გვერდი: http://www.inco-ca.net/en/119.php

პროექტში მონაწილე პარტნიორები: http://www.increast.eu/en/952.php