შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

“ევროკავშირსა და შავი ზღვის რეგიონს შორის მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება“ (Black Sea Horizon)

2015 წლის თებერვლიდან დაიწყო მუშაობა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის (Horizon 2020) ფარგლებში დაფინანსებულ პროექტზე „ევროკავშირსა და შავი ზღვის რეგიონს შორის მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება“ - Black Sea Horizon, რომელშიც, ევროკავშირის და შავი ზღვის რეგიონის 18 ორგანიზაციასთან ერთად, მონაწილეობს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. პროექტის მიზანია შავი ზღვის რეგიონის სამეცნიერო და ტექნოლოგიური განვითარების სფეროში არსებული სიტუაციის შეფასება, პირობების მომზადება რეგიონული ერთობლივი კონკურსების ჩატარებისთვის, ერთობლივ სამეცნიერო პროექტებში მკვლევართა ჩართვისა და თანამონაწილეობის წახალისება,  ინოვაციების გამოვლენა, განვითარება და ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართულებით თანამშრომლობის გაზრდა. პროექტი დაიწყო 01/02/2015 და დასრულდება 01/02/2018. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი - 1,499,503.75 ევრო.  ფონდისათვის განსაზღვრული თანხის ოდენობა - 25 000 ევრო.

ვებ-გვერდი: https://blacksea-horizon.eu/

პროექტში მონაწილე პარტნიორები: https://blacksea-horizon.eu/project/partners