შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

ზამთრის სკოლა - IncoNet EaP-ის პროექტის ფარგლებში

ზამთრის სკოლა ,,ენერგო ეფექტურობა. საერთაშორისო პროექტების მართვა - თეორიიდან პრაქტიკამდე“

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მონაწილეობს ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მე-7 ჩარჩო პროგრამის (FP7) ფარგლებში დაფინანსებულ პროექტში: “აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში” (IncoNet EaP).

პროექტის სამუშაო გეგმის შესაბამისად, მიმდინარე წლის 21-25 ნოემბერს ქ. ვენაში  გაიმართება ზამთრის სკოლა, სახელწოდებით ,,ენერგო ეფექტურობა: საერთაშორისო პროექტების მართვა - თეორიიდან პრაქტიკამდე“. ზამთრის სკოლის ორგანიზატორია პროექტ IncoNet EaP-ის კოორდინატორი ავსტრიული ორგანიზაცია - „სოციალური ინოვაციების ცენტრი“ (ZSI).

სოციალური ინოვაციების ცენტრის (ZSI) მიერ აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოდან შეირჩა შემდეგი 4 ახალგაზრდა მონაწილე:

  • ლუკა ადიკაშვილი
  • გიორგი მუხიგულიშვილი
  • ნინო ნიკოლეიშვილი
  • ნინო მაღრაძე

ზამთრის სკოლა - „Winter School on Energy Efficiency“  განკუთვნილია ახალგაზრდა მკვლევარებისათვის და კვლევითი პროექტების მენეჯერებისთვის ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, რომლებიც აქტიურად მოღვაწეობენ  ენერგო ეფექტურობის მიმართულებით და  დაინტერესებული არიან ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის -,,ჰორიზონტი 2020“ კონკურსებით. ზამთრის სკოლის პროგრამის მიზანია, მონაწილეებმა შეისწავლონ საერთაშორისო სამეცნიერო პროექტის მართვის ეტაპები, გაეცნონ  ჰორიზონტი 2020-ის თანამშრომლობითი პროექტების სპეციფიკას და მის ფარგლებში არსებული დაფინანსების შესაძლებლობებს.

ზამთრის სკოლის საქართველოდან შერჩეული მონაწილეების სასტუმროსა და კვების ხარჯებს  გაიღებს ავსტრიული მხარე (ZSI), ხოლო საერთაშორისო მგზავრობის (ავიაბილეთები)  და ვიზის ხარჯების დაფარვა მოხდება პროექტ IncoNet EaP-ის მიერ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისათვის გამოყოფილი ბიუჯეტიდან.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს: http://www.inco-eap.net/en/543.php