შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ვოლკსვაგენის ფონდი აცხადებს კონკურსს

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ვოლკსვაგენის ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსის შესახებ. 

ვოლკსვაგენის ფონდი (VolkswagenStiftung) აცხადებს კონკურსს სადოქტორო პროგრამების მოსამზადებლად. ამ ინიციატივის მეშვეობით ვოლკსვაგენის ფონდი გეგმავს ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში სამეცნიერო საქმიანობის მიმართ ინტერესის გაღვივებას, ერთის მხრივ ცენტრალური აზიისა და კავკასიის, ხოლო მეორეს მხრივ - გერმანიის მეცნიერთა შორის სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერებას.

საპროექტო წინადადება ერთობლივად უნდა იყოს შემუშავებული კოლაბორატორების მიერ და ელექტრონული სააპლიკაციო სისტემის მეშვეობით წარდგენილი, ინგლისურ ენაზე, გერმანელი განმცხადებლის მიერ. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2016 წლის 15 ივნისი. 

გამოცხადებული კონკურსის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე