შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას UNESCO-ს მიერ გამოცხადებული კონკურსის შესახებ
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას UNESCO-ს მიერ გამოცხადებული კონკურსის შესახებ (UNESCO/Japan Young Researchers’ Fellowship Programme), რომელსაც აფინანსებს იაპონიის მთავრობა ,,Japanese Funds-in-Trust for the Capacity-Building of Human Resources’’ პროგრამის ფარგლებში.
პროგრამის ფარგლებში გაიცემა 10 კვლევითი სტიპენდია, UNESCO-ს 4 პრიორიტეტულ მიმართულებაში. პრიორიტეტი მიენიჭება შემდეგ აპლიკანტებს: 1. პირებს, რომელთაც სურთ აკადემიური კარიერის იაპონიაში გაგრძელება; 2. ქალ აპლიკანტებს; 3. აპლიკანტებს აფრიკის ქვეყნებიდან; 4. აპლიკანტებს პატარა კუნძულოვანი ქვეყნებიდან; 5. აპლიკანტებს განვითარებადი ქვეყნებიდან.
პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს კვლევების განვითარებას UNESCO-ს შემდეგი ოთხი პრიორიტეტის მიმართულებით: 1. გარემოსთან დაკავშირებული საკითხები; 2. ინტერკულტურული დილოგი; 3. საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები; 4. კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტა. კონკურსის ფარგლებში სხვა მიმართულებით წარდგენილი თემები არ განიხილება.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კანდიდატი უნდა ფლობდეს A, M.S. ან მათთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს;
- კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ მაღალი ინტელექტუალური პოტენციალი, რომელიც უნდა გამოიყენონ მათი ქვეყნის განვითარებისთვის უკან დაბრუნების შემდეგ;
- თითოეულ ქვეყანას შეუძლია მაქსიმუმ ორი კანდიდატურის წარდგენა
- კანდიდატები არ უნდა იყვნენ 40 წელზე მეტი ასაკის, პროგრამის ფარგლებში არ განიხილება 1978 წლის 1 იანვრამდე დაბადებული პირების განაცხადები;
- შერჩეულმა კანდიდატებმა კვლევა უნდა განახორციელონ მასპინძელი ინსტიტუციაში, აკადემიური ხელმძღვანელის დაკვირვების ქვეშ; ხელმძღვანელის თანხმობის წერილის წარმოდგენა სავალდებულოა
- კვლევის ხანგრძლივობა უნდა იყოს მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 9 თვე.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 30 ნოემბერი
დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე